სქესობრივი აქტის ტექნიკა

stritiაღსანიშნავია, რომ გახანგრძლივებული სასიყვარულო თამაშით (პრელუდიით), პარტნიორი ქალი შეიძლება სქესობრივი აღგზნების შემცირებამდე მივიყვანოთ ან მის სრულ გაქრობამდეც კი. აღგზნების დონის შემცირება ხასიათდება სეკრეციის გაქრობით. მამაკაცმა არ უნდა დაუშვას აღგზნების გაქრობა და მისი ნიშნების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სქესობრივი აქტი. ამგვარი რამ ძლიერ ტემპერამენტიან ქალებს იშვიათად მოსდით და ხშირია საშუალო და სუსტი ტემპერამენტის ქალებში., რადგან მათ ორგაზმის პერიოდი ხანგრძლივი არა აქვთ. ზედმეტად გაგრძელებული წინასასიყვარულო ალერსი მოსალოდნელია სქესობრივი გრძნობების გამოფიტვის მიზეზი გახდეს და აღგზნება შეიძლება ორგაზმის დაწყებამდე გაქრეს.
საშუალოდ, სასიყვარულო პრელუდია გრძელდება ათ წუთს, რის შემდეგაც აუცილებელია სქესობრივი აქტის დაწყება, რომელსაც არ შეიძლება შევხედოთ როგორც მხოლოდ მექანიკურ მოქმედებას. თუ მამაკაცი ქალთან სიახლოვეს თვლის სუფთა მექანიკურ მოქმედებად, ამით ი9ს გულგრილობას გამოიწვევს ცოლში და შესაძლოა მან უფრო გონიერი პარტნიორის მოძებნა სცადოს.განვიხილოთ ძლიერ ტემპერამენტიანი ქალის დაკმაყოფილების გზები. ამ  ტიპის ქალები ადვილად აღიგზნებიან. აქვთ ხანგრძლივი პრელუდიითა და ორგაზმით ტკბობის უნარი. იმისათვის, რომ მამაკაცმა გაუძლოს ამგვარ პირობებს, მან თავი უნდა აარიდოს სასქესო ასოს აქტიურ მოძრაობას პრელუდიის პროცესში და ეს პროცესი ტუჩებისა და ხელების დახმარებით უნდა წარმართოს.