წინა თავში აღნიშნული იყო, რომ არსებობს ორიენტირი, რომელიც განსაზღვრავს ქალის სქესობრივი აქტისათვის მზადყოფნას. ეს არის უშეცდომო სიგნალი. მის წარმოშობამდე ქალი არასაკმარისად აღზნებულია და მზად არ არის სქესობრივი აქტისათვის. ამ სიგნალამდე მოსიყვარულე და ფაქიზი პარტნიორი სასიყვარულო პრელუდიიდან არ უნდა გადავიდეს სქესობრივ აქტზე.
ამ სიგნალში იგულისხმება სეკრეცია (სეკრეცია - ორგანიზმისათვის აუცილებელ ნივთიერებათა (სეკრეტების) გამომუშავება და გამოყოფა ჯირკვლების მიერ), რომელიც ქალებში ჩნდება სქესობრივი კავშირის დროს და საშოს შესასვლელის ქვემო ნაწილსა და საშოში მიმდინარეობს. სეკრეტი (სეკრეტი - ადამიანისა და ცხოველის მიერ გამომუშავებული და გამოყოფილი ნივთიერებანი, რომელთაც ორგანიზმისათვის ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვთ) უფერო, გამჭვირვალე, ბლანტი და წებოვანი ნივთიერებაა. თუ ქალი საკმაოდ აღზნებულია სეკრეცია კანონზომიერია.
Комментариев нет:
Отправить комментарий