აღსანიშნავია, რომ გახანგრძლივებული სასიყვარულო თამაშით (პრელუდიით), პარტნიორი ქალი შეიძლება სქესობრივი აღგზნების შემცირებამდე მივიყვანოთ ან მის სრულ გაქრობამდეც კი. აღგზნების დონის შემცირება ხასიათდება სეკრეციის გაქრობით. მამაკაცმა არ უნდა დაუშვას აღგზნების გაქრობა და მისი ნიშნების გამოჩენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სქესობრივი აქტი. ამგვარი რამ ძლიერ ტემპერამენტიან ქალებს იშვიათად მოსდით და ხშირია საშუალო და სუსტი ტემპერამენტის ქალებში., რადგან მათ ორგაზმის პერიოდი ხანგრძლივი არა აქვთ. ზედმეტად გაგრძელებული წინასასიყვარულო ალერსი მოსალოდნელია სქესობრივი გრძნობების გამოფიტვის მიზეზი გახდეს და აღგზნება შეიძლება ორგაზმის დაწყებამდე გაქრეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий