რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა” >>> სქესობრივი ქცევა ზრდასრულ ასაკში

სექსის სიხშირე

15აუცილებელია ზემოთქმულს რამდენიმე სიტყვა დავამატოთ, რათა შეცდომით არ იქნეს გაგებული. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სქესობრივი სიახლოვის განმეორებითი სურვილი სქესობრივი ანომალიების ერთ-ერთი ვარიანტია. ეს ასე არ არის. თაფლობის თვეში სქესობრივი თანაცხოვრების განმეორებანი უფრო ბუნებრივია, ვიდრე საწინააღმდეგო ქცევა. წყვილს შეუძლია ერთმანეთით დატკბეს ძილის წინ, დილით, ადგომის წინ და ერთხელ ან ორჯერ დღის განმავლობაში.
მაღალი სიხშირის ალერსი თანდათან კარგავს ინტენსიურობას და ამას გარკვეულად აჩქარებს სხვადასხვა ცხოვრებისეული ვითარება. მაგალითად, 3456“ბრყინვალე კვირეებს”, როგორც გერმანელები თაფლობის თვეს უწოდებენ, ხელს უშლის ქმრის სამსახურეობრივი მოვალეობანი. ხშირად ის მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფება. დილით ჩქარობს, სამსახურში რომ არ დააგვიანოს, ამიტომ წყვილს ინტიმური სიახლოვისათვის მხოლოდ საღამოები რჩება. ბოლოს და ბოლოს სქესობრივი ურთიერთობის აქტების რაოდენობა ცოლ-ქმარს შორის მცირდება. ასე დგება სქესობრივი ურთიერთობის გრაფიკი.