რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა” >>> ეროგენული ზონები

მასტურბაცია ქალებში

48გავრცელებულია აზრი, რომ ახალგაზრდა გოგონები წინასაქორწინო მასტრუბაციას (მასტრუბაცია – ონანიზმი, (ბიბლიური ლეგენდის ონანის სახელის მიხედვით) სქესობრივი მოთხოვნილების არაბუნებრივი გზით დაკმაყოფილება სასქესო ორგანოების გარეგანი მექანიკური გაღიზიანებით, სქესობრივი აქტის გარეშე) მისდევენ. ეს მტკიცება სინამდვილეში მთლიანად დამოკიდებულია მონაცემების ხასიათზე. ჰოსპიტალებში მიღებული ციფრები მასტრუბაციის მიმდევარ ახალგაზრდა გოგონების მაღალ პროცენტს აჩვენებენ. განსაკუთრებით ისეთ პაციენტების რიცხვიდან, რომლებიც სექსუალურ-ნერვიული დარღვევების სხვადასხვა ფორმებით არიან დაავადებულნი.
თუ ერთმანეთს შევადარებთ ყმაწვილებსა და გოგონებს, მაშინ დავინახავთ, რომ ამგვარი ჩვეულებები დამოკიდებულია განსაზღვრულ ასაკზე. თუკი გოგონები მასტრუბაციას იწყებენ საშუალოდ თექვსმეტ-ჩვიდმეტი წლის ასაკში, ბიჭები უფრო ადრე, თორმეტი-თოთხმეტი წლის ასაკში, დიდი ხნით
a1 ადრე, სანამ დაამყარებდნენ კავშირს გოგონებთან. სხვა სიტყვებით ბიჭები სექსუალურ სამყაროში შედიან ისეთ ასაკში, როცა თავიანთი სიყმაწვილის გამო ჯერ კიდევ მზად არ არიან ამისათვის. მაშინ როცა თექვსმეტ-ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის გოგონები უკვე სქესობრივად მომწიფებულნი არიან. აქედან გამომდინარე, როცა ლაპარაკია გოგონების წინა საქორწინო მასტრუბაციაზე, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მათ ეს ჩვეულებები უვითარდებათ იმავე ასაკში, რომელშიც ბიჭებს ე. ი. თორმეტი-ცამეტი წლის ასაკში.