მაზოხიზმი 2მაზოხიზმი

მაზოხიზმი  (ავსტრიელი მწერლის ზახერ-მაზოხის მიხედვით, რომლემაც აღწერა სქესობრივი დარღვევის ეს სახე, სინონიმები – ალგომანია, ალგოფილია, პასივიზმი), სქესობრივი გარყვნილების სახეა, როდესაც სქესობრივი აღგზნებისა და დაკმაყოფილების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორისაგან  ტკივილის მიყენება ან მორალური დამცირება. სპეციალისტების უმეტესობა თვლის,  რომ ფიზიკური ტკივილი მაზოხისტისთვის არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ უფრო მეტად ესაა სურვილი, დაემორჩილოს სხვის ნებას, იგრძნოს პარტნიორის ძალაუფლება, სიამოვნება განიცადოს საკუთარი მორჩილებითა და უსუსურობით. როგორც ჩანს ამის მიზეზი ერთხელ უკვე განცდილი სისუსტე, დაუცველობა, ღირსების შელახვა, ძალადობაა, რომელმაც ძლიერი ემოციური გავლენა მოახდინა ადამიანის ფსიქიკაზე და  საფუძველად დაედო  მსგავსიმაზოხისტური სქესობრივი განცდის ფორმირებას. >>>>
ზოგადად მიღებულია ქალის პასიურ სქესობრივ პარტნიორად მიჩნევა, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად მამაკაცია სწორედ სიახლოვის ინიციატორი, მის ქმედებაში კი არცთუ იშვიათია სადისტური ელემენტები. შესაბამისად ქალის სექსუალობას გარკვეულიმაზოხისტური მიმართულება აქვს, რაც სხვადასხვა ხარისხითაა გამოხატული. >>>> Read the rest of this entry