მამაკაცის ეაკულაცია
მამაკაცის ეაკულაცია (ლათ.ejaculatio – განდევნა, გადმოფრქვევა; სინონიმი – თესლის დაღვრა) – ეწოდება სპერმატოზოიდების შემცველი სითხის, ეაკულატის გამოყოფას შარდსადენიდან სქესობრივი ურთიერთობის ან მისი შემცვლელი სქესობრივი აქტივობის სხვა ფორმების დროს (მასტურბაცია, პოლუცია, პეტინგი და სხვ.) ეაკულაცია რთულ რეფლექსურ აქტს წარმოადგენს, რომლიც ცენტრიც მდებარეობს ზურგის ტვინის წელის მიდამოში. გარდა ამისა სპერმის დაღვრის პროცესში განსაზღვრულ როლს თამაშობს თავის ტვინის პარაცენტრალური უბანი. ეაკულაცია და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ორგაზმი დგება სქესობრივი აგზნების პიკის დროს, სასქესო ასოს სტიმულაციისა და ფრიქციის შედეგად.ეაკულაცია შესალოა მოხდეს უნებლიედ, ძილის დროსაც, რასაც პოლუცია ეწოდება.ეაკულაციის შემდეგ სასქესო ასოს სისხლსავსეობა იკლებს და სუსტდება ერექციის დონე. დაწვრილებით
>>>>
Комментариев нет:
Отправить комментарий