ლალი დათეშიძე
ნაღვლის ბუშტი (vesica fellea) – ღრუ ორგანო, რომელშიც გროვდება და კონცენტრირდება ნაღველი; ეს უკანასკნელი პერიოდულად ხვდება თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის ბუშტის და ნაღვლის საერთო სადინრის მეშვეობით.

ფუნქციონალური ანატომია.ნაღვლის ბუშტს გააჩნია მსხლისებური ფორმა და მდებარეობს ღვიძლის ქვედა ზედაპირზე მარჯვენა და კვადრატულ წილებს შორის. ნაღვლის ბუშტის სიგრძე მერყეობს 5 სმ–დან 14 სმ–მდე, სიგანე – 2–4 სმ, მოცულობა – 30–70 მლ; პათოლოგიური მდგომარეობების დროს მისი ფორმა, სიდიდე და მოცულობა შესაძლებელია მნიშვნელოვნად მერყეობდეს. ნაღვლის ბუშტში განასხვავებენ ძირს, სხეულს და ყელს,რომელიც გადადის ნაღვლის ბუშტის სადინარში. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий