პრიაპიზმი
პრიაპიზმი პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც სექსუალური აღგზნების გარეშე ხდება სასქესო ასოს ხანგრძლივი, მყარი ერექცია. პრიაპიზმს თან ახლავს მტკივნეული შეგრძნება პენისის ფუძის მიდამოში, ჭეშმარიტი ერექციისაგან განსახვავებით დაჭიმულია ძირითადად კავერნოზული სხეული, სასქესო ასოს თავი რჩება რბილი. მდგომარეობის შემსუბუქებას არ იწვევს სქესობრივი აქტი. აღნიშნული პათოლოგია როგორც წესი ვითარდება ძილის დროს. პრიაპიზმის დროს არაა დარღვეული შარდის გამოყოფა.პრიაპიზმი შეიძლება აღმოცენდეს როგორც მოზრდილ მამაკაცებში, ისე ბავშვებში.
პრიაპიზმის სახეები:
- ფსიქოგენური, განპირობებული ფსიქიკური დაავადებებით, ეპილეფსიითა და ნევროზული მდგომარეობით;
- ნეიროგენული, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმებით, სიმსივნეებით, ასევეენცეფალიტით გამოწვეული;
- სომატური პრიაპიზმი ვითარდება სისხლის პათოლოგიების დროს, როგორიცაალეიკოზები, ნამგალისებრუჯრედოვანი ანემია, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეების, ალერგიული დაავადებების დროს;
- ინტოქსიკაციური პრიაპიზმი ალკოჰოლის, კოკაინის, ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შედეგია;
- მედიკამენტოზური პრიაპიზმი ვითარდება ანტიდეპრესანტების, ფსიქოტროპული დაერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შედეგად;
- იდიოპათიკური პრიაპიზმი, რომლის მიზეზიც უცნობია.
პრიაპიზმის განვითარებაში ძირითად როლს თამაშობს სასქესო ასოს კავერნოზული სხეულების სისხლმომარაგების დისბალანსი. არტერიული სისხლის მიდინება აჭარბებს ვენურ უკუდინებას, რის გამოც ხდება სისხლის შეგუბება და პათოლოგიურ ერექციასთან ერთად არსებობს სასქესოს ასოს იშემიისადა შემდგომ ნეკროზის, ასოს განგრენის განვითარების საფრთხეც. >>>> Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий