მენსტრუაცია (ლათ.mensis თვე) - მენსტრუაციული ციკლის ნაწილი, როდესაც ხდება ენდომეტრიუმის ფუნქციური შრის ჩამოშლა, რაც სისხლდენითაა გამოხატული. მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება მისი ათვლა. მენსტრუაციული სისხლი არ არის შედედებული, მუქი ფერისაა და ეს იმითი აიხსნება, რომ მასში ფერმენტების დიდი რაოდენობაა.
მენსტრუაცია თვეში ერთხელ ხდება, მაგრამ მისი არასტანდარტული ვადებიც არსებობს. მენსტრუაცია არ არის სქესობრივ მომწიფებამდე, ორსულობის დროს, მშობიარობის შემდგომ პერიოდში. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს ლორწოვანზე პლაცენტის მიმაგრების ადგილზე რჩება ჭრილობა, საიდანა მოდის შიგთავსი შეხორცებამდე. ლაქტაციის დროს ხშირად მენსტრუაცია არ აღინიშნება, ეს კი ლაქტაციური ამენორეაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий