четверг, 5 января 2017 г.

კონტრაცეფციის მეთოდის არჩევა

კონტრაცეფციის მეთოდის შერჩევისას, თუკი ქალს აქვს ექსტრაგენიტალური დაავადება, ექიმმა დეტალური ანამნეზი უნდა შეაგროვოს, გაითვალისწინოს ქალის ინდივიდუალური თავისებურებები და შემდეგ გადაწყვიტოს, რომელი კონტრაცეფციის მეთოდი გამოიყენოს. ექსტრაგენიტალურ დაავადებებს შორის მეტად გავრცელებულია გულ-სისხლძარღვთა სიტემის დაავადებები. მძიმე ფორმების დროს (გულის მანკები, გულის იშემიური დაავადებები, მწვავე თრომბოფლებიტები, თრომბოემბლობიები, ჰიპერტონული დაავადება 1 და 2 ხარისხი) უპირატესობას ანიჭებენ საშვილოსნოს შიდა სპირალს, კონტრაცეფციის ბარიერულ და ქიმიურ მეთოდებს, ფიზიოლოგიურ მეთოდებს, ჰორმონალური კონტრაცეპტივებიდან - მინი-პილის. თუკი ძალიან მძიმე ფორმის დაავადება აღენიშნება ქალს, მაშინ ქირურგიულ სტერილიზაციას მიმართავენ.



Комментариев нет:

Отправить комментарий