четверг, 5 января 2017 г.

სექსი ორსულობის დროს

ქალის ორგანიზმი ორსულობის დროს იცვლება ჰორმონალური ფონის ცვლილების ფონზე, ამიტომ იცვლება სექსუალური ცხოვრებაც, ლტოლვა ან ძლიერდება, ან ქვეითდება. ბევრი მამაკაცისთვის ორსული ქალი მიმზიდველია და თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, სექსუალური ცხოვრებისგან თავის შეკავების მიზეზი არ არსებობს. როგორც არაორსულს, ისე ორსულ ქალს სჭირდება მოფერება და სიყვარულით ჩახუტება, რათა თავი დაცულად და სასურველად იგრძნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქალს სექსის სურვილი შეიძლება გაუქრეს.

ორგაზმი ორსულობის დროს განსაკუთრებით სასარგებლოა ნაყოფისთვის, რომელსაც უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია პლაცენტიდან და უკეთ მარაგდება ჟანგბადით და საკვებით, ცხოველქმედების პროდუქტები კი არ გროვდება.



Комментариев нет:

Отправить комментарий