ხშირად წყვილის თანაცხოვრების დროს არის პერიოდები, როდესაც სექსისგან თავის შეკავება აუცილებელია.
თავშეკავება მკურნალობის დროს, მაგალითად ურეაპლაზმის მკურნალობისას, აუცილებელია. მკურნალობა გრძელდება 3 კვირა და ამ დროს სექსისგან ჯობია თავი შეიკავოთ. და მკურნალობის დასრულების შემდეგ თუ სახარბიელო ანალიზები არ იქნება, მაშინ სექსთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტაციის გავლა აუცილებელია.
თუ ქალს აღმოაჩნდა სოკო ან სხვა ინფექცია, მაშინ ქალს ენიშნება მკურნალობა. სოკო სქესობრივად არ გადადის, ამიტომ მამაკაცს მკურნალობა არ სჭირდება. მაგრამ მკურნალობის პერიოდში გამოყენებული სანთლები ვერ თავსდება პრეზერვატივებთან, ამიტომ კონტრაცეფციის ამ გზის გამოყენება არ შეიძლება და შესაბამისად სექსისგან თავის შეკავება ჯობს, თუ სხვა მეთოდის გამოყენებას არ დაიწყებენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий