პრეზერვატივი კონტრაცეფციის ბარიერული საშუალებაა, ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და არასასურველი ორსულობების რიცხვს. პრეზერვატივი მამაკაცებისთვის იწარმოება, თუმცა ქალის პრეზერვატივებიც არსებობს. პრეზერვატივები უმეტესად ლატექსისგან მზადდება თუმცა არსებობს პოლისოპრინის, პოლიურეთანის, თხის/ცხვრის ნაწლავებით დამზადებული პრეზერვატივები.
ქალის პრეზერვატივები უმეტესად ნიტრილისგან მზადდება. პრეზერვატივის უპირატესობებია: სიიაფე, ეფექტურობა, სქესობრივი ინფექციებისგან ინფიცირების პრევენცია. არასასურველი ორსულობებისგან პრევენციის მხრივ პრეზერვატივს გააჩნია 98 % -იანი დაცვა (სრულყოფილი გამოყენებისას), ხოლო ტიპიური გამოყენებისას მისი ეფექტურობა დაახლოებით 85 % -ია.
Комментариев нет:
Отправить комментарий