понедельник, 23 января 2017 г.

პენისის ერექცია

მზადდება სოციოლოგიური გამოკითხვების გვერდი. ტექსტობრივი მასალა ეკუთვნის geosexmd.com. აქ დევს ეკრანზე სადემოსტრაციოდ. სოციოლოგებთან მუშაობისა და გამოკითხვების მომზადების შემდეგ წაიშლება. თემით დაინტერესებულ პირებს, ვურჩევთ გაეცნონ საიტს geosexmd.com

პენისის ერექცია წარმოადგენს ფიზიოლოგიურ ფენომენს, რომლის შედეგადაც პენისი მოდუნებულ მდგომარეობიდან გადადის ერეგირებულ მდგომარეობაში, ივსება სისხლით და მაგრდება, იცვლის ფორმას, ზომას და მდგომარეობას. ერექცია კომპლექსური პროცესია, მის განვითარებაში მონაწილეობს, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები, ნერვული, ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი კომპონენტები.

ერექციის მექანიზმი:

პენისის ერექტიულ უნარს განაპირობებს მისი კომპონენტი, რომელსაც კავერნოზული სხეული ჰქვია. კავერნოზული სხეული არის ორი მილოვანი ტრუქტურა, ერექციის დროს მისი სისხლით ავსება ხდება, შესაბამისად პენისი მაგრდება და დიდდება.



Комментариев нет:

Отправить комментарий