მზადდება სოციოლოგიური გამოკითხვების გვერდი. ტექსტობრივი მასალა ეკუთვნის geosexmd.com. აქ დევს ეკრანზე სადემოსტრაციოდ. სოციოლოგებთან მუშაობისა და გამოკითხვების მომზადების შემდეგ წაიშლება. თემით დაინტერესებულ პირებს, ვურჩევთ გაეცნონ საიტს geosexmd.com
პენისის თავი ანატომიური სტრუქტურაა, რომელიც პენისის დისტალურ ნაწილში მდებარეობს. პენისის თავი ანატომიურად კლიტორის თავის ანალოგიურია. როგორც წესი პენისის თავი დაფარულია ჩუჩით ნაწილობრივ ან სრულად, გარდა იმ შემთახვევებისა, როდესაც მამაკაცს ჩატარებული აქვს წინდაცვეთა.
ნორმაში პენისის თავზე მდებარეობს შარდსადენის ხვრელი. ახალშობილობის პერიოდში, ზოგ შემთხვევაში მოზრდილობაშიც ეს ნაწილი გარშემო დაფარულია ჩუჩით, რაც დამცველობით ხასიათს ატარებს და იცავს შარდსადენის შესავალს ინფექციებისგან. პე ნისის თავი წარმოდგენილია ეპითელური ქსოვილით, ეს ქსოვილი წარმოადგენს კანის და ლორწოვანის გარდამავალ ფორმას. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საპნით ხშირმა დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს პენისის თავის ქსოვილის გამოშრობა და სხვადასხვა არა-სპეციფიური დერმატიტები.
Комментариев нет:
Отправить комментарий