✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები
მამაკაცის სექსუალური კომპლექსები
- ლამაზი ქალების შიში
- ქალის მორჩილების კომპლექსი
- წარუმატებელი ცხოვრების კომპლექსი
- ცუდი საყვარლის კომპლექსი
მცდარია ფიქრი იმაზე, რომ სექსუალური კომპლექსები მხოლოდ ქალებს აწუხებთ. მამაკაცებს სექსუალური კომპლექსები საკმაოდ გააჩნიათ. თითქმის ყველა მამაკაცს, მათ შორის ერთი შეხედვით, ყველაზე თვითდაჯერებულებსაც, კი ახლო ურთიერთობების დროს, როგორც წესი მინიმუმ ერთი ან რამდენიმე კომპლექსი მაინც აღმოაჩნდება.
ერთი მხრივ, კომპლექსების არსებობაში არაფერი საშიში არ არის, რადგან ყველა ადამიანი ცოცხალი არსებაა და გააჩნია საკუთარი ფსიქოლოგიური თავისებურებები და ნაკლი. მეორე მხრივ კი, კომპლექსების არსებობა ძალზე ართულებს ცხოვრებას, რომელიც არა მარტო მამაკაცზე, არამედ მასთან საყვარელ ქალსაც აზიანებს. მრავალ ქალს, რომელსაც გულწრფელად უყვარს მამაკაცი, ცდილობს შეურიგდეს მის კომპლექსებს და ზოგჯერ საკუთარი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ფასად იტანენ მას.
ყოველი ადამიანი, გარკვეული ხარისხით უნდა ცდილობდეს, თანაცხოვრების პროცესში შეეგუოს, მეორე ადამიანის ცხოვრების სტილს, თუმცა კომპლექსებთან შეგუება ქალისგან მოითხოვს დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას, რაც აისახება ურთიერთობების ჰარმონიაზე. ამრიგად, საჭიროა არა შეგუება, არამედ საყვარელი მამაკაცის კომპლექსებთან ბრძოლაში დახმარება.
არსებობს კომპლექსები, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება. კომპლექსების დამაზიანებელი გავლენა იმდენად დიდია, რომ ყველაზე საღად მოაზროვნე და ძლიერი ნების მამაკაციც კი გამოჰყავს მწყობრიდან. კომპლექსების გავლენით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს საღი აზროვნების, რეალობის ადექვატურად აღქმის უნარი.
ლამაზი ქალების შიში
ქალების უმრავლესობას გულწრფელად გაუკვირდება გაიგოს, რომ მამაკაცების დიდი ნაწილი, ძალიან ლამაზი ქალის დანახვისას არა თუ ეცდება, რომ ის როგორმე მალე გახდეს მისი მეუღლე, არამედ მიახლოვებასაც ვერ გაბედავს, რადგან დარწმუნებულია, რომ ამ ტიპის ლამაზმანი მისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. ის მამაკაცები, რომლებსაც ცოლად ჰყავთ კალმით ნახატი ქალი, იშვიათად გრძნობენ თავს მშვიდად და ბედნიერად, რადგან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისინი კონკურენტს ხედავენ.
გავრცელებული აზრი, რომ მზეთუნახავ ქალს ძალიან ადვილად შეუძლია, გახდეს სიმპატიური, მდიდარი და წარმატებული მამაკაცის მეუღლე, მცდარია. სინამდვილეში, რაც უფრო ლამაზია ქალი, მით უფრო რთულია მისთვის ააგოს თავისი პირადი ცხოვრება. ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა მიმზიდველ მამაკაცს ცოლად ჰყავს საშუალო გარეგნობის ქალი. ასეთი პარადოქსი აიხსენება იმით, რომ ასეთი ქალი ცოლად გაყოლიდან მალე დაიწყებს მის ღალატს და საბოლოოდ კი მიატოვებს.
მრავალი მამაკაცი მიიიჩნევს, რომ ცოლად ნაკლებად ლამაზი ქალის მოყვანით, ისინი თავს იზღვევენ მომავალი ღალატისაგან. თუმცა ეს ფიქრი მიამიტურია. ლამაზი ქალი, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს დიდად აფასებს, მამაკაცი რომელიც მას ყურადღებას აქცევს, ის არ იჩქარებს პასუხის გაცემს თუ ქმართან თავს ბედნიერად გრძნობს. ნაკლებად ლამაზი ქალი, რომელსაც თვითშეფასება დაბალ დონეზე აქვს და თაყვანისცემლებიც ნაკლებად ჰყავს, მოხიბლოს მამაკაცი უფრო ადვილია. მამაკაცები მეგობრებთან ხშირად ჰყვებიან ასეთ ქალებთან ურთიერთობის შედეგებს, მაგრამ ლამაზმანების მოხიბვლის ისტორიები ნაკლებია.
მამაკაცის გადარწმუნება, რომ ლამაზი ქალი მას ადრე თუ გვიან აუცილებლად უღალატებს, საკმაოდ რთულია. რა უნდა მოიმოქმედოს ლამაზმანმა თუ მას უყვარს ასეთი კომპლექსით შეპყრობილი მამაკაცი? უპირველეს ყოვლისა, ქალმა ხშირად ხაზი უნდა გაუსვას მეუღლის ღირსებებს, რომ მან თავი იგრძნოს მის ღირსად. ხშირად უნდა ესაუბროს, მის მიმართ თავის სიყვარულის შესახებ, სანამ არ გაივლის შიში და მამაკაცის გულში არ დაისადგურებს ნდობა და სიყვარული.
ქალის მორჩილების კომპლექსი
საკმაოდ გავრცელებული შემთხვევაა, რომელიც საწყის იღებს ადრეული ბავშვობიდან, როცა ხდება ბიჭის აღზრდა მშობლების მიერ. კომპლექსის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს, თანატოლებთან არაჯანსაღი ურთიერთობა, როცა ბიჭი ნაცვლად გოგონების გაბრაზებისა, ცდილობს მათი გულის მოგებას, რაც დაცინავას იწვევს ბიჭების მხრიდან. ეს გავლენები ღრმა ხასიათს არ ატარებს და ასაკთან ერთად გაივლის.
ქალის მორჩილების კომპლექსი უვითარდება იმ მამაკაცებს, რომლებსაც ბავშვობასა და სიყმაწვილეში ხშირად უხდებოდათ დედასთან წინააღმდეგობა. დედის წინააღმდეგობებთან მიჩვევა, მამაკაცს ავტომატურად გადააქვს საყვარელ ქალთან მიმართებაში.
ამ კომპლექსის გამოვლენის დიაპაზონი შეიძლება ძალზე ფართო მასშტაბის აღმოჩნდეს. ყოველივე დამოკიდებულია მამაკაცის კულტურულ დონეზე და მერყეობს ქალის მიმართ ზრდილობიდან, მკაცრი ხასიათის გამოვლენამდე – დაიცვას თავისი სიმართლე.
რა უნდა მოიმოქმედოს ქალმა თუ საყვარელი მამაკაცი ამ კომპლექსით არის დათრგუნული? პირველ რიგში უნდა ეცადოს, ნაკლებად აკონტროლოს. მეორე მხრივ, ქალმა თავისი მოთხოვნები რბილად უნდა გამოხატოს, ისე რომ არ შელახოს საყვარელი მამაკაცის ღირსება.
წარუმატებელი ცხოვრების კომპლექსი
აღნიშული მდგომარეობა დამახასიათებელია მრავალი თანამედროვე მამაკაცებისათვის, რომლებმაც ვერ მიაღწიეს ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. მდიდარი და წარმატებული თანატოლების შემხედვარე ახალგარდა მამაკაცებიც კი მწავედ განიცდიან საკუთარ მდგომარეობას, რომ არაფერი ვთქვათ იმ პირებზე, რომლებმაც ცხოვრების ნახევარი განვლეს. უფრო ძლიერი ნატურის მქონე, მამაკაცებისათვის ეს გარკვეულ სტიმულს წარმოადგენს, როცა უფრო სუსტი ბუნების ადამიანი უბრძოლველად ნებდება ცხოვრებას და თავს გრძნობს სრულ არარაობად და შვებას ჰპოვებს ალკოჰოლურ სასმელებსა და ნარკოტიკების მიღებაში.
ამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის დახმარება, თუ მას დამაჯერებლად განემარტება ცხოვრებისეული წარმატებების მიღწევის გზები, არასოდეს არ არის გვიანი. ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება მარტო წარუმატებლობით ან მარტო წარმატებით მიმდინარეობდეს. მრავალ წარმატებულ და მდიდარ ადამიანს დაუკარგავს ყველაფერი, მაგრამ არ დანებებულა და ბრძოლის შედეგად ისევ აღუდგენია ადრინდელი ცხოვრების პირობები.
აღნიშნული კომპლექსი ძალზე ძლიერი ფაქტორია. როცა ადამიანის თავმოყვარეობა შელახულია, მარტივი ლოგიკური მსჯელობები ყოველთვის ვერ აგვარებს პრობლემას. ამ ვითარებაში საუკეთესო დახმარება არის ქალის გულწრფელი და უმწიკვლო სიყვარული. თუ მამაკაცი დაინახავს, რომ ის უყვართ, როგორიც არის და არ ითხოვენ მისგან ციდან ვარსკვლავების მოკრეფას, მისი განცდები შენელდება. სიყვარულის ძალით მას უფრო გაუადგილდება ცხოვრებისეული წარმატებისთვის ბრძოლა. ქალმა კი ნაკლებად უნდა მიაქციოს ყურადღება ერთეულ მდიდარ ადამინებს და ხშირად უნდა გაუსვას ხაზი, იმ ოჯახებს, რომლებიც მოკრძლებულად ცხოვრობენ და თავსაც უბედურებად არ თვლიან, ამასთან ასეთი ოჯახები უმრავლესობას შეადგენს.
ცუდი საყვარლის კომპლექსი
აღნიშნული კომპლექსიც ფართოდ არის გავრცელებული. სექსუალური შიშები შეიძლება მრავალფეროვანი იყოს: ზოგი ცდილობს გამოიყურებოდეს გამოცდილად, ზოგს იმპოტენციის ეშინია, ზოგს მამაკაცური ღირსების ზომა არ აკმაყოფილებს და ა.შ.
მამაკაცის ცხოვრებაში, სექსის მნიშვნელობის გადაფასება, ძალზე რთულია და ყველა ოცნებობს საუკეთესო საყვარელი იყოს. დღეს, როცა პორნოგრაფიული ფილმების ნახვა, ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა, მსგავსი კომპლექსის აღმოცენების ნიადაგი კიდევ უფრო გაიზარდა.
მამაკაცები, რომლებიც თავის სექსუალურ შესაძლებლობებს პორნო მსახიობები პოტენციას ადარებს, ვარდებიან სასოწარკვეთაში, რადგან ვერ გაუგიათ, რომ რეალურ ცხოვრებაში, 2 საათის მანძილზე სექსით უწყვეტად დაკავება თითქმის შეუძლებელია, ხოლო სასქესო ასოს ზომას უმრავლესობა ქალებისათვის პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია.
წყარო: http://manandwoman.org/blog/psychology/223.html
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
Комментариев нет:
Отправить комментарий