понедельник, 29 апреля 2024 г.

ქალის ღალატის მიზეზები

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები

ოჯახური ღალატი, ყოველ ეპოქაში დიდ ცოდვად მიიჩნეოდა, რადგან ის აყენებს დიდ ტანჯვას ადამიანებს, ინგრევა ოჯახები. ბავშვები კი ძალიან მძაფრად განიცდიან დედ-მამას შორის კონფლიქტს.
ცოლის ღალატი, ყოველთვის დიდ დარტყმას აყენებს მამაკაცის თავმოყვარეობას.
მამაკაცების უმრავლეოსობაში მყისიერად ეცემა თვითშეფასება, ქვეითდება შრომისუნარიანობა და აქტიურობა. ამასთან ქალის ღალატი ნეგატიურად აისახება ქალზეც. უპირველესად ზიანდება მისი რეპუტაცია.

რატომ ღალატობენ ქალები მამაკაცებს?

ყოველივე გამომდინარეობს ქალური ბუნებიდან, რომელიც მასში წარმოშობს იმის მოთხოვნილებას, რომ ის მამაკაცისათვის მუდმივად სასურველი იყოს. ქალს სჭირდება, რომ ის უყვარდეთ, უთმობდნენ ყურადღებას, ზრუნავდნენ მასზე. ამიტომ ესწრაფვის ქალი, რომ გამოიყურებოდეს ლამაზად, მიმზიდველად და მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში. ქალის ინსტიქტური სურვილები მიმართულია მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ. თუ ბუნებიდან გამომდინარე, მამაკაცი ცდილობს მეტი ქალი გაანაყოფიეროს, რათა უზრუნველყოს საკუთარი შთამომავლობის რიცხოვნობა, ქალიც ცდილობს მოხიბლოს მეტი მამაკაცი და მათგან ამოირჩიოს ყველაზე უფრო სასურველი და ღირსეული. ყოველი ეს გამომდინარეობს, ადამიანების ბუნებიდან და ეს არის მათი მამოძრავებელი ძალა. თუმცა ადამიანების საზოგადოებაში კულტურული ღირებულებები რამდენადმე აკავებს აღნიშნულ პროცესებს. თუ ღალატის მოვლენა არ იქნება გაკიცხული, კაცობრიობა ვერ იარსებებს, ის ჩაეფლობა გარყვნილების ჭაობში, დეგრადირდება და განადგურდება. ადამიანები ყოველთვის უღალატებენ ერთმანეთს მიუხედავად მკაცრი სასჯელებისა. ამიტომ საჭიროა ვნებების და ინსტინქტების გაკონტროლება.

არის შემთხვევები, როცა მამაკაცები ღალატისაგან ქალებს თვითონ უბიძგებენ, ზოგჯერ მამაკაცი ვერ ხვდება თუ რატომ უღალატა ცოლმა. თუმცა, როგორც აღინიშნა ეს გამომდინარეობს ქალის ბუნებიდან. ნებისმიერი ქალი მუდმივად ცდილობს იყოს სასურველი მამაკაცებისათვის. მრავალი ქალი, რომლებსაც გვერდით ჰყავთ საყვარელი მამაკაცები და აქვთ მყარი შემდგარი ოჯახები, მაინც ცდილობენ სხვა მამაკაცების ყურადღების მიპყრობას, გამოიყურებიან იდეალურად, ამით ისინი გრძნობენ საკუთარ ძალას და აქ მამაკაცი არაფერ შუაშია. ანალოგიურად ხდება მამაკაცებში. ორივე სქესი მიუხედავად ოჯახური იდილიისა, მაინც ცდილობენ მიმზიდველად გამოიყურებოდნენ და იყვნენ სასურველები. ცხადია ეს ინსტინქტების გავლენაა, მაგრამ ადამიანს აქვს გონება, რომელსაც მან ხშირად უნდა მიმართოს.
მყარი ოჯახის შემთხვევაში ქალის ღალატი არის დიდი შეცდომა, რადგან ის უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იღებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს მისი სისუსტეა. ამ შემთხვევაში ქალზე იმარჯვებს ინსტინქტები, ღალატობს ქმარს, ანგრევს ოჯახს, რთულია აქ იპოვო ლოგიკის ელემენტები.

ასაკი

ქალის ღალატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის მისი ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად ის ნაკლებად იქცევს მამაკაცების ყურადღებას. ქალი ამას გრძნობს და ეს ძალიან აშინებს, რადგან საკუთარი ქმარიც კი მას ნაკლებ ყურადღებას მიაქცევს. რადგან ქალში, ეს შიში არსებობს ეს იმას ნიშნავს, რომ მას კიდევ შეუძლია გასცეს სიყვარული და იყოს სასურველი მამაკაცისათვის. ამიტომ ცდილობს ცხოვრებისაგან მეტი მიიღოს, სანამ ის ჯერ კიდევ მიმზიდველია. სასიყვარულო თავგადასავლებიინტრიგებიფლირტი – ქალის ცხოვრებას ინტერესს და მხიარულებას ანიჭებს. ხშირად ქალებს სექსზე უფრო ყურადღება სჭირდებათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქმარი მას თითქმის არ უთმობს დროს. სექსის ინიციატივა ხშირად მამაკაცებიდან მოდის, რადგან მათ ეს უფრო სჭირდებათ, მაშინ როცა ქალებისათვის მნიშვნელოვანია ემოცია და გრძნობა. ამიტომ მიდის ქალი ღალატზე, რადგან როცა ის იღებს მამაკაცისგან ყურადღებას, სანაცვლოდ მასაც უნდა გასცეს რაღაც. შესაძლებელია, პარალელურდ ქალს უყვარდეს ქმარი, ოჯახი, მაგრამ ინსტინქტებთან გამკლავება არც ისე ადვილია.

ყოველივე აღნიშული არ ნიშნავს ღალატის გამართლებას. თუმცა ქალის გაგება შეიძლება. არა მხოლოდ სიამოვნების მიღება, არამედ, შიშიც აიძულებს ქალს ჩაიდინოს ღალატი. რთულია იმის გაცნობიერება, რომ დღეს სასურველი ხარ ქმრისათვის (მამაკაცებისათვის) და ხვალ არა. ქალს ეს შეიძლება ესმოდეს ან ინსტინქტურად გრძნობდეს.

არცთუ ისე იშვიათია, მამაკაცის მხრიდან ცოლის მუდმივი კონტროლი, მუდმივი აკრძალვები, სიყვარული იბადება თავისუფლებაში და არა სიძულვილსა და დაძაბულ ურთიერთობებში. ამიტომ, ასეთი დამოკიდებულებაც შეიძლება იქცეს ქალის ღალატის მიზეზად.

ქალის ღალატის შემთხვევაში, მამაკაციც უნდა დაფიქრდეს თავის საქციელზე ცოლთან მიმართებაში. გულახდილმა საუბრებმა, შეიძლება პრობლემა დადებითად გადაჭრას. აუცილებელია მამაკაცმა, მიაღწიოს ცოლთან გულახდილ საუბარს და ის თვითონ მოუყვება საკუთარი გრძნობების შესახებ. ზოგჯერ ქალებს უჭირთ ამის შესახებ საუბარი, რადგან ბოლომდე არ არიან გარკვეულნი, თავის ქცევების კანონზომიერებაში. ყოველ შემთხვევაში, საკითხის დიალოგით მოგვარების შესაძლებელობა, აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.

წყარო: https://psichel.ru/zhenskaya-izmena/; >> სექსოლოგია 


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“


ქალის ღალატის მიზეზები


Комментариев нет:

Отправить комментарий