понедельник, 29 апреля 2024 г.

ადამიანის სექსუალური ხელწერა

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე”
ანალური სექს-სათამაშოები
ფალოიმიტატორები
მასტურბატორები და თოჯინები
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები
ვიბრატორები

ადამიანის სექსუალური ხელწერა

  1. გაურკვეველი სიყვარულის სევდით გატანჯულები
  2. სექსუალური ტემპერამენტის სახეები
  3. ფროიდის კლასიფიკაცია

ყველა ადამიანს თავისი საკუთარი სექსუალური ხელწერა გააჩნია, რომელიც შეიძლება იყოს მკვეთრი, მოხდენილი, უმნიშვნელო და ა.შ.


გაურკვეველი სიყვარულის სევდით გატანჯულები

ადამიანისათვის ხშირად გაურკვეველია თუ რატომ იზიდავს ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა. სექსუალური უპირატესობის მინიჭების, უნარი სათავეს ღრმა ბავშვობიდან იღებს. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მშობლებია. გოგონასათვის ეს არის მამა. პირველი მამაკაცი, რომელსაც ის უყვარს. მოგვიანებით კი ის ირჩევს მამის მსგავს ახალგაზრდა მამაკაცს. რა თქმა უნდა სრული ფსიქოლოგიურ თანხვედრას ადგილი არ აქვს. მამის ქცევები აისახება გოგონას მომავალზე: უხეში მამების პირობებში იზრდება მუდმივი მსხვერპლის ტიპის გოგონა, უყურადღებო მამების შემთხვევაში – აღვირახსნილი გოგონა, რომელიც ამ ხასიათს გამოავლენს მამაკაცებთან ურთიერთობაში. მოსიყვარულე მამების გოგონები კი ყალიბდებიან სრულფასოვან, ბედნიერ ქალებად.

მეორე ფაქტორი, რომელიც აყალიბებს სექსუალურ ხელწერას არის პერიოდი, როცა ხდება სექსის თავისებურებების გაცნობიერება, იწყება სქესობრივი თვითიდენტიფიკაცია. ჩნდება პირველი ფანტაზიები, შიშები, აკრძალვები. ხშირად აღმოჩნდება, რომ რაც ბავშვობაში „სასირცხვილო“ იყო, მოზრდილ ასაკში ის სასურველი „ხდება“.

შემდეგ იწყება პირველი სასიყვარულო გატაცებები და პირველი სექსუალური აქტი, რომელიც ასევე ახდენს გავლენას სექსუალურ „ხელწერაზე“. იქნება თუ არა ქალი თავისუფალი, თავის სექსუალურ სურვილებში თუ ეცდება მის დამალვას, დამოკიდებულია მის პირველ მამაკაცზე.

სექსუალური ტემპერამენტის სახეები

ქალების სექსუალური ქცევები დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე. ქალების დაბალი ტემპერამენტის მიზეზია, ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავება. ისინი კარგად დაფიქრდებიან მანამ შევლენ სექსუალურ კონტაქტში. მათთვის სექსში ემოციური კომპონენტი მთლიანად გამორიცხულია.

მსგავსი ტემპერამენტის მამაკაცები არიან მაღლები, სხეულის აგებულება დახვეწილი (მოცეკვავის ან სპორტსმენის ტიპი). ასეთ მამაკაცებს ხშირად ირჩევს, რომანტიკული განწყობის ქალები, მათში ისინი ხედავენ საიმედო ცხოვრების თანამგზავრს. მოსაწყენია, მაგრამ საიმედო.

დაბალი სექსუალური ტემპერამენტის ქალები კარგად გამოიყურებიან: ხშირი ლამაზი თმებით, დიდრონი თვალები, სახის რბილი ნაკვთები, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ქალური ჰორმონების მაღალი დონე განაპირობებს ზომიერ სექსუალურ მადას. ასეთი ქალები საჭიროებენ ხანგრძლივ სექსუალურ ალერსს. შეიძლება სექსის გარეშეც.

უმრავლესობას ახასიათებს საშუალო სექსუალური ტემპერამენტი. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, როგორც ხანგრძლივი სექსუალური თავშეკავება, ისე ვნებიანი სექსი.

საშუალო სექსუალურობის მქონე მამაკაცები ადვილად უმკლავდებიან საკუთარ სექსუალურ სურვილებს. ისინი შეიძლება იყვნენ ვნებიანები – თუმცა ვნება კონტროლირებადია. მათი სხეულის აგებულება საშუალოა, სახის ნაკვთები შესაბამისობაშია სხეულთან. ქალებს იშვიათად გააჩნიათ სტაბილური სექსუალური ცხოვრება. ისინი სწრაფად ეჩვევიან, როგორც ინტენსიურ სექსუალურ ცხოვრებას ისე მარტოობას. სხეულის მხრივ კარგად გამოიყურებიან, გააჩნიათ ორგანიზმის ძლიერი კონსტიტუცია.

მაღალი სექსუალური ტემპერამენტის მქონე ადამიანები, როგორც წესი, არ მიეკუთვნებიან კაცობრიობის ყველაზე ლამაზ ადამიანებს, თუმცა მათ გააჩნიათ ძალიან მიმზიდველი შარმი, რომლის წინაშე დგომა რთულია. ისინი ადრეულ ასაკში იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას და ზრდასრულ ასაკში შესაშური ნაყოფიერებით ხასიათდებიან.

მაღალი სექსუალური ტემპერამენტის მქონე მამაკაცები არიან მიმზიდველები, გაბედულები, ზოგჯერ უხეშები. ტანის დაბალი, განვითარებული მუსკულატურა, ხშირად მკვეთრი სახის ნაკვთები გამოწეული ნიკაპით, გამოკვეთილი წარბებით. ამ ტიპის ქალებიც დაბალი ტანით გამოირჩევიან, მსუქნები, სავსე მკერდით, ემოციურები, შეუძლიათ წუთში ორგაზმის რამდენჯერმე განცდა.

 ფროიდის კლასიფიკაცია

ანალური ტიპი: მიეკუთვნება დედამიწის მოსახლების ¼. ანალური ტიპის პირებს უყვართ ანალურ მიდამოში ალერსი (სქესისაგან დამოუკიდებლად), კონცენტრირებულნი არიან თავიანთ შეგრძნებებზე, მგრძნობიარენი, ტაქტილურები, ეროტიკულები. ამ ტიპის ადამიანები ხშირად ჩაკეტილია საკუთარ თავში, არიან ფლეგმატურები ან მელანქოლიურები.

ორალური ტიპი: ყველაზე გავრცელებული. მათი პირი ძლიერი ეროგენული ზონაა, არიან ემოციურები, ურთიერთობებში ღია, ხმაურიანები. სექსი მათთვის ურთიერთობის, ენერგიათა ცვლის ფორმაა. სექსში მათი ფსიქოლოგიური შემადგენელია – ორ ადამიანს შორის წარმოქმნილი სიყვარული, რომელიც პარალელურად არის შეცნობის შესაძლებლობა.

გენიტალური ტიპი: ყველაზე იშვიათი. ამ ტიპის ადამიანებს გააჩნიათ თანდაყოლილი სექსუალური მიმზიდველობა და განიცდიან ძლიერ სექსუალურ გატაცებას. მათ გამოარჩევს პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა, ვერ იტანენ სკანდალებს. წინა ორი ტიპისაგან განსხვავებით ისინი სექსში ხედავენ მხოლოდ ჯანმრთელ მოთხოვნილებას. ბავშვობიდან მათ ისწავლეს კმაყოფილების მიღება (მიუხედავად სიმარტოვისა) და იშვიათად აწუხებთ კომპლექსები. ფროიდის სექსუალური ტიპების გამოცნობა, შესაძლებელია ადამიანების სტრესულ სიტუაციებში მოხვედრის ფონზე. ანალური ტიპი, როცა ნერვიულობს, იწყებს სახლის დალაგებას, იქექება ქაღალდებში, ხელში ათამაშებს რაღაც ნივთს და ა.შ. ორალური ტიპი – ცდილობს ვინმეს დაელაპარაკოს, მოწევს სიგარეტს, შეჭამს ტკბილეულს; გენიტალური ტიპი დაკავდება სექსით ან მასტურბაციით.

დროთა განმავლობაში ადამიანის სექსუალური ხელწერა იცვლება, თუმცა ყოველთვის სასარგებლოა ცოდნა იმის შესხებ თუ რა ტიპის ადამიანთან გვიხდება ურთიერთობა.

წყარო: https://psychologiya.com.ua/otnosheniya/3700-vash-seksualnyj-pocherk.html


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page

♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

 

Комментариев нет:

Отправить комментарий