понедельник, 29 апреля 2024 г.

თამბაქო და ჩასახვის უნარი

 ,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე

 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

თამბაქოს დანებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე"
ნიკოტინის პლასტირები
ნიკოტინის საღეჭი რეზინები და პასტილები

თამბაქო და ჩასახვის უნარი

სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მწეველ ქალებში დაქვეითებულია ჩასახვის უნარი. მწეველ ქალებში, არამწეველებთან შედარებით, ჩასახვის ალბათობა, შეიძლება 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდეს, რაც 3.4-ჯერ მეტი სიხშირით ვლინდება, ვიდრე არამწეველებში.
სხვა კვლევების მიხედვით პირველ ციკლში, არამწეველი ქალების განაყოფიერება შეადგენდა 38%-ს, ხოლო მწეველებში – 28%. მწეველ ქალებს, კონტრაცეპციის შეწყვეტის შემდეგ, განაყოფიერების უნარი დაქვეითებული აქვთ.
ექსპერიმენტები მიუთითებენ, რომ მწეველი ქალების განაყოფიერების უნარი ერთი ციკლის მიმდინარეობისას ქვეითდება 10-40%-ით.
დანიაში 11 ათას ქალზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქალი, რომელიც დღეში 5-9 სიგარეტს ეწევა, ჩასახვისათვის დრო ხანგრძლივდება 12 თვეზე მეტ ხანს, რაც არამწეველებთან შედარებით 1.8-ჯერ მეტია.
ცხოველებზე ჩატარებულმა ცდება დაადგინა, რომ თამბაქოს კვამლი არღვევს სპერმატოზოიდსა და კვერცხუჯრედს შორის ურთიერთქმედებას, ასევე განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაციას. კვერცხუჯრედის ზედაპირული შრე (zona pellicida), სადაც ემაგრება სპერმატოზოიდი (შემდეგ მას გადალახავს), აქტიურ და პასიურ ქალებში მისი სისქე უფრო მეტია, ვიდრე არამწეველებში.
მოწევა ზრდის უნაყოფობის რისკს. უნაყოფობა განისაზღვრება, 12 თვის მანძილზე, რეგულარული სქესობრივი აქტების პირობებში, ორსულობის არარსებობით.
მწეველებში უნაყოფობის რისკი 2-ჯერ იზრდება. ეს ეხება, როგორც პირველად (ანუ პირველი ბავშვის ჩასახვა), ისე მეორად უნაყოფობას (შემთხვევა, როცა ქალი ადრე ორსულად იყო). ზოგიერთი მონაცემებით, მეორადი უნაყოფობის რისკი იზრდება სამჯერ.
მწეველ ქალებში, უნაყოფობის მიზეზებიდან, ყველაზე ხშირია ფალოპის მილების დაზიანება, რაც სამჯერ მეტი სიხშირით ვლინდება, ვიდრე არამწეველ ქალებში.
მოწევა ამცირებს ქალის რეპროდუქციულ ცხოვრებას და ხელს უწყობს ადრეული მენოპაუზის დადგომას. თამბაქოს კვამლში არსებული პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (პან), იწვევენ კვერცხუჯრედის დაღუპვას. პან-ი ააქტივებს უჯრედის აპოპტოზის გენებს.
მწეველმა ქალებმა, რომლებმაც მიმართეს ხელოვნურ განაყოფიერებას, აღმოაჩნდათ ნაკლები კვერცხუჯრედების გამომუშავების უნარი, მათ სისხლში არის ნაკლებად აქტიური ესტროგენები, ენდომეტრიუმის შრე უფრო თხელია, ვიდრე არამწეველებში, რაც 2-ჯერ ამცირებს ორსულობის შესაძლებლობას, ხოლო დაფეხმძიმების შემთხვევაში, დიდია მუცლის მოშლის ალბათობა. მწეველ ქალებში, ემბრიონის გადანერგვას თან ახლავს ორსულობის შეწყვეტის რისკი.

წყარო: http://contacttobinfo.narod.ru/books/tob-health/161-173.PDF


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

♦ გაფრთხილება!

 

Комментариев нет:

Отправить комментарий