დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმოზი
სქესობრივი აქტის ნებისმიერმა სახემ (ვაგინალური, ორალური, ანალური) შეიძლება გამოიწვიოს შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმური ინფექცია. მის საწინააღმდეგო დამცავი გზა არის პრეზერვატივის გამოყენება. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ მიკოპლაზმა თავდაპირველად ნელა ვითარდება, ამიტომ სიმპტომები ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ვლინდება. ინფიცირებული ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ არის მიკოპლაზმური ინფექციის მტარებელი და გამავრცელებელი.
მიკოპლაზმური ინფექცია შეიძლება დედიდან შვილსაც გადაეცეს. ინფექციის საყოფაცხოვრებო გზებით გადაცემა ჯერ დაფიქსირებული არ არის.
მამაკაცებში შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმოზის სიმპტომები
სიმპტომები, რომელიც გენიტალურ მიკოპლაზმოზზე მიუთითებს არ ვლინდება. ამიტომ ექიმის ამოცანაა პაციენტის ჩივილების მიზეზი გამოავლინოს:
- ურეტრიტი. ხასიათდება ურეთრის ლორწოვანი გარსის ანთებით, ქავილით და წვით. შარდვის დროს დისკომფორტი ძლიერდება. სქესობრივი აქტის დროს, ტკივილებია ეაკულაციის პროცესში;
- პროსტიტი. ხასიათდება ტკივილებით, ქვეითდება პოტენცია, სქესობრივი აქტი მტკივნეულია;
- ორქიტი. სათესლეების ანთებას თან ახლავს ტკივილები საზარდულის არეში, განსაკუთრებით ზეწოლისას.
- უნაყოფობა. შედეგია სათესლეების, პროსტატის დაზიანების, რის გამოც სპერმის მაჩვენებლები ქვეითდება, შეუძლებელი ხდება ჩასახვა.
ქალებში შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმოზის სიმპტომები
ურეთრიტი. შარდ-გამომყოფი გზების ლორწოვანის ანთება. პაციენტს აწუხებს ქავილი და წვა მოსვენებულ მდგომარეობაშიც.
ვაგინიტი. ზიანდება საშოს ლორწოვანი გარსი. წვას და ქავილს ემატება მყრალი სუნის გამონადენი. სქესობრივი აქტი იწვევს ტკივილს;
ენდომეტრიტი. თუ ინფექცია დროულად არ გამოვლინდება და მკურნალობა არ ჩატარდება, მიკრობი გადაინაცვლებს შარდ-სასქესო გზების აღმა და დააზიანებს საშვილოსნოს და მისი ყელის ლორწოვან გარსებს. პაციენტებს აწუხებთ მუცლის ქვემოთ ტკივილი, სისხლნარევი გამონადენი, რომელიც არ არის მენსტურაციასთან დაკავშირებული. ენდომეტრიტი იწვევს უნაყოფობას ან ორსულობის პირველ ტრიმესტრში აბორტს.
ადნექსიტი. ინფექცია აზიანებს საშვილოსნოს მილებს, რომელიც ივსება ლორწოთი, შეუძლებელი ხდება დაორსულება.
ვინაიდან, ინფექცია ხანგრძლივი დროის მანძილზე არ ვლინდება, შედეგი შეიძლება სერიოზული იყოს. ყველაზე დიდი გართულება არის უნაყოფობა. მიკოპლაზმამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც, იმუნური უჯრედები, აზიანებს ორგანიზმის საკუთარ ქსოვილებს.
შარდ-სასქესო გზების მიკოპლაზმოზის მკურნალობა
ტარდება პაცენტებში ჩივილის არსებობისას და ანალიზში პათოგენის აღმოჩენისას. მკურნალობის ძირითადი კომპონენტი – ანტიბიოტიკოთერაპიაა. მკურნალობის კომპლექსური სქემა ანტიბიოტიკების გარდა მოიცავს პრეპარატებს იმუნიტეტის სტიმულაციისათვის, დისბაქტეროზის პროფილაქტიკისათვის და სხვა.
ანთებითი პროცესის ჩაწყნარების შემდეგ ნაჩვენებია ფიზიოთერაპია. აუცილებელია სქესობრივი პარტნიორის გამოკვლევა და მკურნალობა. მკურნალობის დროს რეკომენდებულია სექსუალური დასვენება ან კონდომის გამოყენება. მკურნალობის შემდეგ სამკურნალო ანალიზები ბარდება ანტიბიოტიკების მიღებიდან სამი კვირის შემდეგ.
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
ბმები
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
Комментариев нет:
Отправить комментарий