понедельник, 29 апреля 2024 г.

სპერმოგრამა

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >> 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

სპერმოგრამა

სპერმოგრამა წარმოადგენს ეაკულატის გამოკვლევას, რომლის მიზანია, მამაკაცის ჯანმრთელობის შეფასება, მისი შვილოსნობის უნარის დადგენა და არსებობის შემთხვევაში პათოლოგიების გამოვლენა. სპერმის ანალიზი, წარმოადგენს ორსულობის დაგეგმვის განუყოფელ ნაწილს, როცა წყვილებს ქორწინებიდან ერთი წლის მანძილზე შვილი არ ჰყავთ.

ეაკულატის ჩაბარების წინ, მამაკაცმა უნდა შეასრულოს შემდეგი მოთხოვნები, რომელზეც არის დამოკიდებული ანალიზების სისწორე.

  • სპერმის მოპოვება აუცილებელია მხოლოდ მასტურბაციით, რადგან სქესობრივი აქტის დროს შეგროვებული ეაკულატი, შეიცავს ქალის ვაგინალურ მიკროფლორას;
  • არ შეიძლება პრეზერვატივის გამოყენება, რადგან ის დამუშავებულია სპერმიციდებით, რომელიც მოქმედებს სპერმის ხარისხზე;
  • დაუშვებელია სხვადასხვა კრემების გამოყენება;
  • კვლევის დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა შეწყდეს ანტიბიოტიკების და სხვა პრეპარატების მიღება (გამოყენების შემთხვევაში);
  • სპერმის მოპოვება უმჯობესია თუ მოხდება ლაბორატორიაში;
  • თუ ბიომასალა მოიპოვება სახლის პირობებში, აუცილებელია პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • მასალის გადასატანად აუცილებელია სტერილური კონტეინერი;
  • ეაკულატის შეგროვება ხდება ოთახის ტემპერატურაზე;
  • მასალის გადატანა, აუცილებელია სპეციალური თერმოსტატით, სადაც ტემპერატურა 37°C-ია;
  • მასალი მოპოვებიდან ლაბორატორიაში მისი მიტანის დრო, არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს;
  • უცილებელია ეაკულატის ჩაბარების წინ, სქესობრივი თავშეკავება არანაკლებ 2 დღის და არა უმეტეს 1 კვირის, ოპტიმალურია 3-4 დღე;
  • ამავე პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის, სითბური პროცედურების (საუნა, ცხელი აბაზანა) გამოყენება.

ვინაიდან, სპერმას არ გააჩნია მუდმივი შემადგენლობა, რადგან მასზე მოქმედებს დიეტა, სამკურნალო პრეპარატები, მამაკაცის ფსიქოემოციური მდგომარეობა და სხვა. სარწმუნო შედეგების მისაღებად, ეაკულატის ჩაბარება, საჭიროა 3-ჯერ 10 დღიანი ინტერვალის გამოყენებით.

სპერმოგრამის ნორმალური მაჩვენებლები და მისი მნიშვნელობა

სპერმოგრამის მაჩვენებელინორმა (ჯანმო)მნიშვნელობა
სპერმის ანალიზი
სქესობრივი თავშეკავების პერიოდი2-7 დღეანალიზის ჩატრების წინ, სქესობრივი აქტიურობის შეკავების დღეთა რაოდენობა
მოცულობა2 მლ და მეტი, 6 მლ-მდეანალიზისათვის საჭირო სპერმის მოცულობა
მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებელი pH7.2-7.8დადებითი და უარყოფითი იონების შეფარდების მაჩვენებელი
სპერმატოზოიდების საერთო რაოდენობა40 მლნ-ზე მეტი, 500 მლნ-მდესპერმატოზოიდების სიმკვრივე, გამრავლებული მოცულობაზე
ეაკულატის გახსნა60 წუთამდეეაკულატის ნორმალურ სიბლანტემდე გახსნის დრო
ფერიმორუხო-თეთრისპერმის ფერი
კონსისტენცია (სიბლანტე)პატარა ცალკეული წვეთები (ძაფების სახით 2 სმ-მდე)სპერმის სიბლანტე, რომელიც განისაზღვრება მისი ძაფის გაზომვით, მისი ფორმირება ხდება პიპეტის ან ნემსის გამოყენებით
ერითროციტებიარ არისსისხლის წითელი უჯრედები
ლეიკოციტები1·106 1 მლ ეაკულატშისისხლის თეთრი უჯრედები

 

სპერმოგრამის მაჩვენებელინორმა (ჯანმო)მნიშვნელობა
სპერმატოზოიდების ანალიზი
სპერმატოზოიდების სიმკვრივე20 მლნ და მეტი, 120 მლნ-მდე1მლ სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობა
სპერმატოზოიდების მოძრაობატიპი A – 25%-ზე მეტი

ტიპი A+B-50%-ზე მეტი

ტიპი C – 50%-ზე ნაკლები

ტიპი D- 10%-ზე ნაკლები

 

ეაკულაციიდან 1 საათში

ტიპი A – სწორხაზოვნად აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდები

ტიპი B- სწორხაზოვნად ნაკლებად მოძრავი სპერმატოზოიდები

ტიპი C – ბრუნვით ან რხევით, ნაკლებად მოძრავი სპერმატოზოიდები

ტიპი D- უძრავი სპერმატოზოიდები

ცოცხალი სპერმატოზოიდებისაერთო რაოდენობის ½-ზე მეტისიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების რაოდენობა. პათოლოგიური სპერმატოზოიდების რაოდენობა არ უნდა იყოს 50%-ზე მეტი
სპერმატოზოიდების აგლუტინაციანორმაში არ შეინიშნებასპერმატოზოიდების ერთმანეთთან შეწებების პროცესი, რაც აფერხებს მათ ნორმალურ მოძრაობას.

წყარო: http://zdravotvet.ru/kak-sdavat-spermogrammu-dlya-chego-ona-nuzhna-rasshifrovka-rezultatov/


webსპერმოგრამა
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
☀ გაფრთხილება!

 

Комментариев нет:

Отправить комментарий