მტკივნეული ეაკულაცია
✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე” >>
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის ამაღგზნებელი წყვილისათვის
მტკივნეული ეაკულაცია
ეაკულაციის დროს ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული გადახრაა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ასაკის მამაკაცებში გამოვლინდეს.
ტკივილის ხასიათი დამოკიდებულია მამაკაცებში აღნიშნული პრობლემის წარმოშობის მიზეზებზე. მაგალითად, თესლის გადმონთხევის მომენტში ტკივილის შეგრძნება შესაძლოა, წარმოიშვას შეწყვეტილი სქესობრივი აქტის ხშირი პრაქტიკის შედეგად.
ამგვარი პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში კონტრაცეფციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. სინამდვილეში სქესობრივი აქტის ხშირი შეწყვეტა, ცუდად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების, ზოგად მდგომარეობაზე და შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ჯანმრთელობას. ამიტომ უარი უნდა ითქვას კონტრაცეფციის ასეთ ტექნიკაზე ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი სქესობრივი აქტის შეწყვეტათა სიხშირე.
გარდა სქესობრივი აქტის ხშირი შეწყვეტისა, სათესლე სითხის გამოყოფის დროს ტკივილის შეგრძნების კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება არარეგულარული სქესობრივი ცხოვრებაც გახდეს.
პროსტატიტი
ძალიან ხშირად, დისკომფორტი ან ტკივილის შეგრძნება, თესლის გადმონთხევისას წინამდებარე ჯირკვალში, ანთებითი პროცესების სიმპტომს წარმოადგენს.
ქრონიკული პროსტატიტი ნაკლებ გამოხატული ტკივილით ხასიათდება, თუმცა პროსტატიტის მწვავე ფორმას საკმაოდ მკვეთრი და ინტენსიური ტკივილი ახასიათებს. პროსტატიტის დროს მტკივნეულია არამარტო სათესლე სითხის გამოყოფის პროცესი, არამედ შარდვის პროცესიც, მამაკაცებს ასევე საკმაოდ ხშირად შეიძლება აწუხებდეთ ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება შორისის, ბოქვენის, სათესლე ჯირკვლებისა და წელის არეში. გარდა ამისა, პროსტატიტის დროს შესაძლებელია ორგაზმის არარასებობა ან ნაკლებგამოხატული ორგაზმი, ხოლო თვით სპერმის ხარისხი უარესდება.
ვეზიკულიტი
ეაკულაციისას, ტკივილის შეგრძნების წარმოშობის კიდევ ერთი მიზეზია ვეზიკულიტი, რომელიც წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთების გართულების შედეგად წარმოიქმნება. ტკივილის გაჩენა მუცლის ქვემოთ, სწორი ნაწლავის მიდამოში ან სათესლე ჯირკვალში სავსებით შესაძლებელია მიუთითებდეს რომ მამაკაცი დაავადებულია არამარტო პროსტატიტით, არამედ ეპიდიდიმიტით – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთებით.
ურეთრიტი
თესლის გადმონთხევის დროს ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია ურეთრიტი. ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია შარდსადენი მილის კედელში ანთებითი პროცესის წარმოშობა, რომელიც ძალზედ მგრძნობიარე ხდება. შარდსადენი მილის კედელთან სათესლე სითხის კონტაქტის გამო მამაკაცმა შეიძლება, განიცადოს არასასიამოვნო შეგრძნება. თუმცა ტკივილი მოშარდვისას ყოველთვის არ შეიგრძნობა. ეს იმით აიხსნება, რომ შარდი სპერმაზე ნაკლებად მკვრივია.
პრეპარატები
თესლის გადმონთხევის დროს ტკივილის შეგრძნების მიზეზი ასევე შეიძლება, იყოს ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატების მიღება, რომელიც თქვენს ორგანიზმთან არათავსებადია და იწვევს მთელ რიგ გართულებებს. ეაკულაციისას ტკივილის პროვოცირება, აგრეთვე შეუძლია მთელ რიგ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, როგორიცაა: სტრესი, დეპრესია, ნევროზი, მუდმივი შიში და განცდები სქესობრივ აქტამდე და აქტის დროს.
თესლის გადმონთხევის დროს, ტკივილის შეგრძნების მიზეზის დასადგენად, კონსტულაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-უროლოგს.
აღნიშნული დისკომფორტის შეგრძნების დასადგენად შესაძლოა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება დაგჭირდეთ.
არ უგულებელყოთ ეაკულაციისას ტკივილის შეგრძნება რადგან ეს შესაძლებელია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან სერიოზული გადახრის მიზეზი გახდეს. ასევე სქესობრვი აქტი კმაყოფილებას არ მიანიჭებს არც მამაკაცს და არც ქალს.
ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე. წყარო : http: // urologi. ge/. https: // www. facebook. com/ urologi. ge/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
Комментариев нет:
Отправить комментарий