понедельник, 29 апреля 2024 г.

მამაკაცის ჰიპოგონადიზმი

 მამაკაცის ჰიპოგონადიზმი

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები მამაკაცებისათვის
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

მამაკაცის ჰიპოგონადიზმი

მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის შემცირება, ცნობილი როგორც მამაკაცის ჰიპოგონადიზმი, წარმოადგენს საკმაოდ ხშირად განვითარებულ პათოლოგიას. მისი მკურნალობა ტესტოსტერონის პრეპარატების ჩანაცვლებითი თერაპიით ხორციელდება.
კლინიკური სურათი განისაზღვრება ტესტოსტერონის დეფიციტის ხარისხით, აგრეთვე იმით, თუ როდის ვითარდება ეს სინდრომი – მეორადი სასქესო ნიშნების პუბერტატულ განვითარებამდე თუ განვითარების შემდეგ. ამ სტატიაში, პირველ რიგში, განვიხილავთ მოზრდილ მამაკაცთა ჰიპოგონადიზმს, რომელიც სქესობრივი მომწიფების პერიოდის შემდეგ ვითარდება. აღნიშნული დაავადების ზოგიერთი სიმპტომებია:

ჰიპოგონადიზმის განვითარების მექანიზმები

  1. პირველადი (ჰიპერგონადოტროპული) ჰიპოგონადიზმი, დაკავშირებულია სათესლე ჯირკვლების დაზიანებასთან;
  2. მეორადი (ჰიპოგონადოტროპული) ჰიპოგონადიზიმი, გამოწვეულია გონადოტროპინ რელიზინგ-ჰორმონის უკმარისობით და/ან გონადოტროპინების (ფმჰ-ფოლიკულომასტიმულირებული ჰორმონი, მჰ-მალუთეინიზირებული ჰორმონი) სეკრეციით;
  3. ანდროგენების სამიზნე ორგანოებისადმი მგრძნობელობის არქონა (ნორმოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი).

ჰიპოგონადიზმის წარმოშობის შესაძლო მიზეზები

პირველადი ჰიპოგონადიზმი შესაძლოა სხვადასხვა დაავადების შედეგად წარმოიქმნას, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სათესლე ჯირკვლების ფუნქციაზე (სათესლე ჯირკვლის სიმსივნე, ვარიკოცელე, სათესლე ჯირკვლის ტრავმა და შემოგრეხა, ორქიტის და ა.შ. ჩათვლით). თუმცა პაციენტების უმრავლესობას ვერ უდგინდება ამ პათოლოგიის განვითარების განსაზღვრული მიზეზი. როგოგორც წესი, მსგავსი სიტუაცია გვხვდება საშუალო და უფროსი ასაკის პაციენტებში. მეორადი ჰიპოგონადიზმი წარმოიშვება ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაავადებების დროს.

დიაგნოსტიკა

  • პირველ ეტაპზე, ანამნეზის შეგროვება, საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ გენეტიკურად განპირობებული დაავადებების, საწარმოო მავნეობის (მაგალითად, მეტისმეტად ცხელ და დაბინძურებულ პირობებში მუშაობა და ა.შ.), ტრავმის, მძიმე ონკოლოგიური დაავადების და სხვა რისკ ფაქტორების არსებობა.
  • გასინჯვა აუცილებელია სათესლე ჯირკვლის პათოლოგიის (ჰიპოტროფია, კრიპტორქიზმი, სათესლე ჯირკვლის სიმსივნე), ჰიპოგონადიზმის ირიბი ნიშნების გამოსავლენად. ფიქსირდება პაციენტის სხეულის მასის ინდექსი, წელის მოცულობის თანაფარდობა თეძოსთან, სხეულის თმიანობა, გინეკომასტიის არსებობა, სათესლე ჯირკვლის ზომა (ორქიდომეტრიის ან ულტრაბგერითი კვლევის დახმარებით);
  • სისხლის ანალიზი ჰორმონებზე (გნრჰ-გონადოტროპინ რელიზინგ-ჰორმონი, ტესტოსტერონი, ლჰ, ფმჰ) ავლენს ორგანიზმში სასქესო ჰორმონების უშუალო დისბალანსს, ჰიპოგონადიზმის (ჰიპო-, ნორმო- ან ჰიპერგონადოტროპული) ფორმებს და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჰიპოგონადიზმის დიაგნოზის დასასმელად;
  • ულტრაბგერითი კვლევის მეშვეობით დგინდება სათესლე ჯირკვლის სტრუქტურული თავისებურებები, მისი ზომები;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) ტარდება სიმსივნეზე ეჭვის შემთხვევაში.

მკურნალობა

ჰიპოგონადიზმის გამოვლენათა უმრავლესობა, საჭიროებს ჰორმონალური საშუალებების ჩანაცვლებით მიღებას. ჰიპოგონადიზმის მიზეზისა და ტიპის მიხედვით, ექიმი-უროლოგის მიერ შეიძლება, დანიშნულ იქნას ტესტოსტერონისა პრეპარატები ან ჰიპოფიზარული და ჰიპოთალამური ჰორმონები (გონადოტროპინები).

ამჟამად, არსებობს ტესტოსტერონის მრავალი სხვადასხვა პრეპარატი. ყველა შემთხვევაში, მათი გამოყენება უნდა მიმდინარეობდეს უროლოგის ან ენდოკრინოლოგის კონტროლით.

პროფილაქტიკა

ჰიპოგონადიზმის პროფილაქტიკა, შეიძლება ნაყოფის მუცლადყოფნის დროსაც კი დაიწყოს. როცა სასქესო სისტემის განვითარება იწყება, ნაყოფი განიცდის ჰორმონალურ გავლენას, ასევე საკმაოდ მგრძნობიარეა ეგზოგენური ფაქტორების მიმართ (კერძოდ, ალკოჰოლის ტოქსინების, დედის მიერ სპირტიანი სასმელების და ნიკოტინის მოხმარების, სხივური ზემოქმედების მიმართ). ასევე ორსულობის პერიოდში, შესაძლებელია სკრინინგული მეთოდებით ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს ქრომოსომული დაავადებები, რაც მნიშვნელოვანია დროული მკურნალობის დასაწყებად.

ჰიპოგონადიზმის შემდგომი წარმოშობის პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია:

  • გარემოს მავნე ფაქტორების და ტრავმის თავიდან აცილება;
  • სისტემური დაავადებების არსებობისას (თირკმლის უკმარისობა და ა.შ. ) დროული და სწორი მკურნალობა;
  • ჩივილების, აგრეთვე ჰიპოგონადიზმის ირიბი ან პირდაპირი სიმპტომების გაჩენისას ექიმთან დროული ვიზიტი და შესაბამისი დიაგნოსტიკა/მკურნალობა;
  • ექიმი-უროლოგის და ენდოკრინოლოგის გეგმიური დაკვირვება. სპეციალიზებული ექიმების მიერ პაციენტის ჯანმრთელობის კონტროლი დროულად გამოავლენს დაავადებას, რაც პაციენტის მკურნალობის ხანგრძლივობასა და შედეგზე სასიკეთოდ აისახება.

ავტორიუროლოგი კონსტანტინე კობალაძე; წყარო: http: // urologi. ge/; https: // www. facebook. com/ urologi. ge/


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
☀ გაფრთხილება!



Комментариев нет:

Отправить комментарий