✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ერექციული დისფუნქციის დროს გამოსაყენებელი საკვები დანამატები ,,ამაზონზე”
დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,ამაზონზე”
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
ერექციული დისფუნქციის მკურნალობის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდი
ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) მამაკაცებში განისაზღვრება, როგორც სქესობრივი აქტის შესასრულებლად საჭირო ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების შეუძლებლობა. ერექციული დისფუნქცია მამაკაცებისთვის ხშირად იქცევა დიდ განსაცდელად, ვინაიდან იგი არა მხოლოდ ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური პრობლემაცაა. სტატისტიკის მიხედვით, პრაქტიკულად ყველა მამაკაცს, დაწყებული 20 წლის ასაკიდან, ერთხელ მაინც შეეხო ერექციული დისფუნქციის პრობლემა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პრობლემა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ სექსუალურ დარღვევას მამაკაცებში. დედამიწაზე ასობით მილიონი მამაკაცი იტანჯება ერექციული დისფუნქციით. სწორედ ამიტომ საკითხი, თუ როგორ ვუმკურნალოთ ამ სქესობრივ აშლილობას, არ კარგავს თავის აქტუალურობას.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ერექციული დისფუნქცია?
გამომწვევ მიზეზებზე დაყრდნობით გამოარჩევენ დაავადების სხვადასხვა ფორმას. თუ მიზეზებს დავყოფთ ძირითად ჯგუფად, მათ შორისა შესაძლოა გამოვყოთ:
ფსიქოგენური:
- დეპრესია, დათრგუნული მდგომარეობა;
- ქრონიკული ნევროზი, ფსიქოზი;
- სტრესული სიტუაციები, ოჯახური კონფლიქტები;
- ნარკომანია, ალკოჰოლიზმი;
- წარუმატებლობისა და სექსუალური უძლურობის შიში.
ნეიროგენური:
- თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები, სხვადასხვა სახის ტრავმა (მათ შორის ქირურგიული ჩარევით გამოწვეული);
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- გაფანტული სკლეროზი;
- პარკინსონის დაავადება;
- პერიფერიული ინერვაციის დარღვევები (ნეიროპათიები – ალკოჰოლური, ნარკოტიკული, შაქრის დიაბეტის ფონზე, და სხვა).
ორგანული:
- ტრავმები;
- პეირონის დაავადება;
- კავერნოზული ფიბროზი.
ენდოკრინული:
- შაქრიანი დიაბეტი;
- პროლაქტინომა;
- თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.
სისხლძარღვოვანი:
- სასქესო ასოს სისხლძარღვოვანი სისტემის კომბინირებული დაზიანება;
- მიკროცირკულაციის დარღვევა სასქესო ასოში;
- ჰიპერტონიული დაავადება;
- კავერნოზული სხეულების პათოლოგიური ვენური დრენაჟი.
მედიკამენტოზური:
- შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქოტროპული, ჰორმონალური და ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე.
ტრავმული:
- შესაძლებელია განვითარდეს სასქესო ასოსა და შორისის რბილი ქსოვილების, მიდამოში სხვადასხვა ტრავმის მიღების შედეგად.
რას მოიცავს ერექციული დისფუნქციის დიაგნოსტიკა?
პრობლემის წარმოშობის შესაძლო მიზეზების მრავალგვარობიდან გამომდინარე დიაგნოსტიკა შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს:
- ულტრაბგერითი გამოკვლევა – ტარდება სასქესო ასოს, მღვიმოვან სხეულებში სისხლის მიმოქცევის გამოსაკვლევად. აგრეთვე ვლინდება ვენოზური სისხლის უკუდინების მოცულობა, სისხლძარღვების ათეროსკლეროზის ნიშნები, ერექციული ქსოვილის შეხორცებებისა და კალცინოზის არსებობა. პროსტაგლანდინის (ჰორმონის მსგავსი სტიმულატორი, რომელიც გამომუშავდება ორგანიზმში და იწვევს ერექციას) შეყვანის შემდეგ ხორციელდება სასქესო ასოს ულრტაბგერითი დაკვირვება, რათა დადგინდეს სისხლძარღვების გაფართოების დონე და წნევა სასქესო ასოს სისხლძარღვებში. მიღებულ რეზულტატებს ადარებენ შედეგებს, რომლებიც მიღებულ იქნა, სასქესო ასოს არაერეგირებულ მდგობარეობაში ყოფნის დროს.
- ნევროლოგიური კვლევები (ნერვული გამტარობა, ბიოტეზიომეტრია).
- ენდოკრინოლოგიური კვლევები – საერთო ტესტოსტერონის დონის (დილის სინჯი) განსაზღვრა, ასევე თავისუფალი ტესტოსტერონის შემოწმება.
- სპეციალიზირებული ფსიქოდიაგნოსტიკური გამოკვლევა;
- ლაბორატორიული კვლევები (სისხლში გლუკოზის დონისა და ლიპიდების განსაზღვრა);
- რიდჟისკანის დანადგარის გამოყენებით, პენისის მოცულობისა და რიგიდულობის განსაზღვრა ძილის დროს.
როგორია მკურნალობის მეთოდები?
მამაკაცებს უჭირთ საკუთარი სქესობრივი პრობლემების აღიარება. მორცხვი ხასიათისა და პრობლემის დელიკატურობის გამო, პაციენტი ხშირად იკეტება საკუთარ თავში, არ სურს საკითხის განხილვა და პირად ცხოვრებაში არსებული წარუმატებლობით გამოწვეული განცდების სხვისთვის გაზიარება, შესაბამისად,საერთოდ არ მიმართავს სპეციალისტს. პრობლემისადმი ამგვარი დამოკიდებულება სამედიცინო თვალსაზრისით არასწორია და ხშირად გაუარესებულ პრობლემამდე მივყავართ.
თანამედროვე მედიცინა ფლობს მრავალ მეთოდს, ერექციული დისფუნქციის მქონე პაციენტის დასახმარებლად. ერექციული დისფუნქციის ზოგიერთი შემთხვევისას (მათ შორის ორგანული ფორმები) პაციენტის სრულად განკურნება შეუძლებელია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, სპეციალისტებს შეუძლიათ ჩაატარონ სიმპტომატური მკურნალობა რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ პათოლოგიის კუპირება.
განვიხილოთ ერექციული დისფუნქციის მკურნალობის ზოგიერთი თანამედროვე მეთოდი:
- დღევანდელ ბაზარზე არსებობს სამი, პოტენციურად სელექტიური, მე-5 ტიპის ფოსფოდიესთერაზის (PDE5) ინჰიბიტორი, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება ერექციული დისფუნქციის მკურნალობის დროს ნაჩვენებია პრაქტიკაში. ისინი არ არიან ერექციის ინიციატორები, შესაბამისად, მკურნალობისას საჭიროა სექსუალური სტიმულირება ერექციის მისაღწევად. მათი ეფექტურობა განისაზღვრება, როგორც პენისის საკმარისი სიმაგრე ვაგინალურად შეღწევისთვის. ეს პრეპარატებია: სილდენაფილი, ვარდენაფილი და ტადალაფილი. ყველა ამ პრეპარატს გააჩნია დამახასიათებელი თვისება, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ამა თუ იმ პაციენტისთვის.
- მცენარეული წარმოშობის პრეპარატები – უმეტეს შემთხვევაში მათი ეფექტურობა კონკრეტულად ერექციული დისფუნქციის მკურნალობაში არ არის დამტკიცებული, მაგრამ მათი მიღების შედეგად შესაძლოა პაციენტის საერთო მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
- ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების, სტანდარტულად, აბების ფორმით მიღებისას ეფექტის მიუღწევლობის შემთხვევაში, ალტერნატივის სახით შესაძლოა შიდაკავერნოზული ინექციის გამოყენება. ალპროსტადილი, ფენტოლამინი და პაპავერინი ფრიად ეფექტურია სხადასხვა კომბინაციებში და მონო თერაპიაში. აუცილებელია, ამ მედიკამენტების მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან არასწორ მკურნალობას დიდი ალბათობით მოჰყვება სახიფათო გვერდითი მოვლენები.
- არსებობს პრეპარატის გამოყენების ალტერნატიული ვარიანტიც – ალპროსტადილის ურეთრალურად შეყვანა. სპეციალური სისტემის გამოყენებით ურეთრაში შეყავთ პატარა კაფსულა ალპროსტადილის შემცველობით. მსგავსი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია და მისაღებია ბევრი პაციენტისთვის.
- ვაკუუმ-აპარატი – გამოიყენება შედარებით ასაკოვან პაციენტებში. იგი აკავებს ვენურ სისხლს სასქესო ასოში, რის შემდეგაც პენისის ძირში ფიქსირდება მომჭერი რგოლი. აღნიშნული მიდგომა საკმაოდ ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობის მეთოდს წარმოადგენს ასაკოვან პაციენტებში.
- ფიზიოთერაპია
- ქირურგიული ჩარევა – იმ შემთხვევაშითუ მკურნალობის სხვა მეთოდებს არ მოაქვთ სასურველი შედეგი, ყველაზე ეფექტური და შედეგიანი სამკურნალო მიდგომაა მამაკაცის სასქესო ასოს პროთეზირება. არსებობს პროთეზის ორი ფორმა: რბილი (ნახევრადმკვრივი) და გასაბერი (ორ ან სამკამერიანი). პაციენტთა უმრავლესობა უპირატესობას სამკამერიან პროთეზს ანიჭებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი პროთეზის დროს ერექცია უფრო „ბუნებრივია“.
უკიდურესად მნიშვნელოვანია შემდეგი მარტივი წესების შესრულება, რათა თავიდან ავიცილოთ ერექციული დისფუნქციის წარმოქმნა, ან შევანელოთ მისი პროგრესირება:
- მიაქციეთ ყურადღება კვებას. ცხიმიანი საკვები ზრდის ერექციული დისფუნქციისა და სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს. ცომეული და ტკბილი საკვები იწვევს სიმსუქნესა და დიაბეტს რაც აგრეთვე ამაღლებს ერექციული დისფუნქციის წარმოშობის რისკს. დაიცავით სწორი ბალანსირებული დიეტა, რომელიც შეიცავს ცხიმებს, ცილებსა და ნახშირწყლებს სწორი პროპორციით. ამათ გარდა, საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმისათვის.
- აკონტროლეთ არტერიული წნევა. თუ წნევა მაღალია, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, ექიმი დაგინიშნავთ სამედიცინო პრეპარატებს არტერიული წნევის დასარეგულირებლად. ქრონიკული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი ზრდიან ერექციული დისფუნქციის განვითარების რისკს.
- უარი თქვით თამბაქოს, ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებაზე. აღსანიშნავია, რომ სიგარეტის მოწევას მივყავართ სისტემური დაავადებების განვითარებისკენ, რაც იწვევს პოტენციის დაქვეითებას. თითქმის შეუძლებელია გქონდეთ ჯანსაღი სქესობრივი ცხოვრება მავნე ჩვევებზე უარის თქმის გარეშე.
- არ მიმართოთ თვითმკურნალობას და არ მიღოთ მედიკამენტები ექიმის კონტროლის გარეშე. ხშირად ერექციული დისფუნქციის წარმოშობის მიზეზია მედიკამენტების, ვიტამინების, ბიოლოგიურად აქტიური დანამატებისა და მსგავსი საშუალებების არასწორი ან გადაჭარბებული გამოყენება. ნებისმიერი მედიკამენტური საშუალებების მიღების დაწყებამდე, აუცილებელია მიმართოთ შესაბამის ექიმ-სპეციალისტს კონსულტაციისთვის.
- ეცადეთ ბევრი იმოძრაოთ. რეგულარული ფიზიკური დატვირთვის არქონა, წონაში მომატების წინაპირობაა. ასეთ დროს ორგანიზმი ნაკლებად იკვებება ჟანგბადით, ქსოვილებისა და სისხლძარღვების ელასტიურობა მცირდება, და ყოველივე ეს იწვევს პოტენციის დაქვეითებას. გამოძებნეთ დრო სეირნობისთვის, სირბილისთვის, საცურაო აუზზე და ფიტნეს კლუბში სასიარულოდ.
- ისწავლეთ ფსიქოლოგიური დატვირთვის კონტროლი. დეპრესიამ, სტრესმა და კომპლექსების არსებობამ შეიძლება სექსუალური პრობლემების პროვოცირება მოახდინოს. მეტწილად, ერექციული დისფუნქციის შემთხვევები ატარებს ფსიქოლოგიურ ხასიათს. მოერიდეთ მწვავე კონფლიქტურ სიტუაციებს, ეცადეთ სრულფასოვნად დაისვენოთ.
და ბოლოს, მიუხედავად პრობლემის დელიკატურობისა, მიმართეთ სპეციალისტს პრობლემის პირველივე ნიშნების გამოვლენისას. მკურნალობა ადრეულ ეტაპზე დიდი ალბათბით გამოიღებს უკეთეს შედეგს ვიდრე დაგვიანებული ჩარევა.
ავტორი: უროლოგი კონსტანტინე კობალაძე. წყარო : http: // urologi. ge/; https: // www. facebook. com/ urologi. ge/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
გაფრთხილება!
Комментариев нет:
Отправить комментарий