понедельник, 29 апреля 2024 г.

მტკივნეული ერექცია

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები მამაკაცებისათვის
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
სექსუალობის გამაძლიერებლები 
სექსის გამახანგრძლივებელი კრემები
სექსის ამაღგზნებელი წყვილისათვის

მტკივნეული ერექცია

ტკივილი ერექციის პროცესში არსებითად აუარესებს მამაკაცის ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, ტკივილი ერექციის დროს როგორც სიმპტომი, შესაძლოა მიუთითებდეს მნიშვნელოვან უროლოგიურ დაავადებებზე.
ტკივილი სასქესო ასოს მიდამოში – სიმპტომია, რომელიც ხშირად გვხვდება სასქესო ასოს დაავადებების დროს, თუმცა შეიძლება, სხვა ორგანოების პათოლოგიების დროსაც შეგვხვდეს.
ეტიოლოგიის მიხედვით, ის შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსიურობითა და ხასიათით. აღნიშნული სიმპტომის წარმოშობის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროვანია.

მიზეზები

პათოლოგია

განმასხვავებელი თავისებურებები

გენიტალური ჰერპესისასქესო ასოს არეში, ტკივილს თან ახლავს კანის ზედაპირზე წვრილი ბუშტუკების გაჩენა, რომელიც ერწყმის ერთმანეთს, სკდება და აჩენს მგრძნობიარე ეროზიებს.
ბალანოპოსტიტიაღინიშნება ჰიპერემია და სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის შეშუპება. ჩუჩის ასოს თავზე გადაწევის დროს შესაძლებელია ნახეთქის გაჩენა. პენისის თავი ხშირად დაფარულია ნადებით, რომლის ფერიც შეიძლება ვარირებდეს, თეთრიდან მოყვითალო-მომწვანო ფერამდე.
კავერნიტიასოს მიდამოში ტკივილს თან ახლავს სიწითლე, შეშუპება, სხეულის ტემპერატურის მატება, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება პრიაპიზმი.
მწვავე ურეთრიტითან ახლავს შარდსადენი მილიდან სხვადასხვა სახის გამონადენი: ლორწოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ჩირქოვანი. ასევე დამახასიათებელია დიზურია: ხშირი და მტკივნეული შარდვა.
პეირონის დაავადებაჩვეულებრივ, ტკივილი წარმოიქმნება ერექციისას და ძლიერდება სქესობრივი აქტის დროს. ასევე შეინიშნება სასქესო ასოს გამრუდება. პალპაციისას კანის ქვეშ შეინიშნება მკვრივი ბალთები.
პრიაპიზმიტკივილი ასოს არეში ჩნდება არაადეკვატურად ხანგრძლივი ერექციის შემდეგ, რომლის კუპირება ეაკულაციის შემდეგაც არ ხდება. ზოგ შემთხვევაში ასოს კანი იძენს ლურჯ შეფერილობას.
კენჭი ურეთრაშიაღინიშნება შარდვის გაძნელება ან მოშარდვის შეუძლებლობა. ამასთან ერთად შარდვის მომენტში მატულობს მტკივნეული სიმპტომები.
კენჭი შარდის ბუშტშიჩვეულებრივ, ასეთ პაციენტებს აწუხებთ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მისი ირადიაცია ხდება ასოს თავში, და ძლიერდება სხეულის მდებარეობის შეცვლისას. შესაძლებელია წყვეტილი შარდვა ურეთრის შიდა ხვრელის კონკრემენტით ჩაკეტვის შედეგად.
კოლიკულიტიჩვეულებრივ ახასიათებს ხშირი და შესაძლოა მტკივნეული შარდვა, სქესობრივი აქტის ხანგრძლივობის შემცირება, ან პირიქით, სქესობრივი აქტის გახანგრძლივება (რეტარდული ეაკულაცია).
შარდსაწვეთის კენჭიახასიათებს წელის ტკივილიტკივილი მუცლის არეში შარდსაწვეთის გავლით, საზარდულის მიდამოში, სასქესო ასოსა და ხანდახან, სათესლე პარკის არეში. შესაძლოა, განვითარდეს თირკმლის ჭვალი.
სასქესო ასოს ტრავმავიზუალიზირდება გარეგანი დაზიანების ნიშნები. შესაძლებელია, არსებობდეს ურეთრის დაზიანების ნიშნები: ჰემატურია, დიზურია.

ნებისმიერი ტკივილის დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დადგინდეს ტკივილის მიზეზი და/ან კონკრეტული დაავადება რაც ამ სიმპტომს იწვევს.
მხოლოდ ამის შემდეგ (შესაძლოა, დაგჭირდეთ ზოგიერთი ანალიზის ჩაბარება და გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევები) შეიძლება სათანადო მკურნალობის დანიშვნა და წარმართვა.

ერექციის დროს ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია  პრიაპიზმი, ქრონიკული პროსტატიტი და პეირონის დაავადება, რომელიც დაწვრილებით ცალკეულ სტატიებშია აღწერილი.

ავტორიუროლოგი კონსტანტინე კობალაძე. წყარო : http: // urologi. ge/. https: // www. facebook. com/ urologi. ge/


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
☀ გაფრთხილება!



Комментариев нет:

Отправить комментарий