понедельник, 29 апреля 2024 г.

სექსი სიზმრებში

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

სექსი სიზმრებში

ფსიქოლოგ პატრიცია გარფილდის თანახმად, რომელიც არის სიზმრების შესახებ წიგნის ავტორი აღნიშნავს: „ორგაზმი წარმოადგენს ცნობიერი სიზმრის[1] ბუნებრივ ნაწილს: საკუთარი გამოცდილება მარწმუნებს, რომ ცნობიერი სიზმარი ორგაზმულია“. მისი სიტყვებით, საკუთარი ცნობიერი სიზმრების 2/3 დაკავშირებულია სექსთან და აქედან ნახევარი სრულდება ორგაზმით, რომელიც ზოგჯერ რეალურ ორგაზმზეც უკეთესია. წიგნში „გზა ექსტაზისაკენ“ გარფილდი აღწერს საკუთარ ორგაზმულ განცდებს სიზმრებში, მისი სიტყვებით ეს არის „სიღრმისეული“ ინტენსივობის განცდა, შეიგრძნობა „სულის და სხეულის ერთიანობა, რომელსაც გრძნობათა აფეთქება ახლავს თან… რაც სიფხიზლეში იშვიათად ხდება“.
ცნობიერ სიზმრებში, სექსუალური აქტიურობების ინტენსიურ გამოვლინებებს გააჩნია, როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიოლოგიური მიზეზები. კვლევებმა გამოავლინა, რომ ცნობიერი სიზმრები წარმოიქმნება ძილის REM-ფაზის დროს (REM — rapid eye movement – თვალების სწრაფი მოძრაობის ფაზა) და დაკავშირებულია ვაგინალური სისხლის მიმოქცევის გაძლიერებასთან ან პენისის ერექციასთან. ეს ფიზიოლოგიური ფაქტორები და სიზმრებში სხვა სოციალური შეზღუდვების არარსებობა, ცნობიერ სიზმრებში სექსს ხშირ მოვლენად წარმოაჩენს.
აღნიშნული აღმოჩენა, სექსოლოგებს საშუალებას აძლევს ცნობიერი სიზმრები გამოიყენენონ, როგორც თერაპიული საშუალება, ასევე იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლესაც აწუხებთ ფსიქოსექსუალური მოშლილობების სხვადასხვა ფორმები (იმპოტენციის ზოგიერთი სახე, ნაადრევი ეაკულაცია, რთულად მისაღწევი ორგაზმი და ა.შ.). აღნიშნული აღმოჩენა, სპეციალისტების მიერ ჯერ სათანადოდ გამოყენებული არ არის. ცნობიერი სიზმრების ფენომენმა, შეიძლება დახმარება გაუწიოს სექსუალური პრობლემების მოგვარების მხრივ პატიმრებს, იზოლაციაში მომუშავეებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვა გზებით არ შეუძლიათ აღნიშნული საკითხის მოგვარება.

[1] ცნობიერი სიზმარი – არის ცნობიერების მდგომარეობის განსაკუთრებული ცვლილება, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ჩვეულებრივი ძილისგან. გაცნობიერებულ სიზმარში რეალურობა და მისი აღქმის სიმკვეთრე, არ ჩამოუვარდება სიფხიზლის მდგომარეობას, ზოგჯერ უფრო მკვეთრი და გრძნობადია ვიდრე, ფიზიკურ სამყაროში. ამასთან მძინარე ადამიანს ახსოვს, რომ მას სძინავს.

წყარო: https://www.sunhome.ru/psychology/15265


web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“



Комментариев нет:

Отправить комментарий