суббота, 4 мая 2024 г.

კონტრაცეპტივების მიღების უარყოფითი მხარეები

 სპერმიციდები

პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებისათვის
ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლები

ჰორმონალური პრეპარატები იწვევენ:

არტერიული წნევის დროებით და ხანმოკლე აწევას. და თუ ჰიპერტონია უკვე არსებობს, მაშინ მდგომარეობის გაუარესებას; მენსტრუაციული ციკლის დარღვევა აღინიშნება კონტრაცეპტივების მიღების დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. სისხლდენა ან საერთოდ არ არის, ან მეტად, ან ნაკლებადაა გამოხატული. ეს ყველაფერი ლაგდება 2-3 თვის შემდეგ;

კონტრაცეპტივები ნაღვლის კენჭების დაგროვებას არ იწვევენ, მაგრამ უკვე არსებული ნაღველკენჭოვანი დაავადების მიმდინარეობას აუარესებენ, ნაღვლოვანი კოლიკის გახშირების გზით;

წონაში მატება კონტრაცეპტივების მიღების დროს არასწორი კვებითაა განპირობებული. ხოლო თანამედროვე ორალური კონტრაცეპტივები გამორიცხავს წონაში მატებას ჰორმონის ზეგავლენით, რადგან შეიცავს მინერალოკორტიკოსტეროდებს;

თავის ტკივილი სპაზმური ხასიათით ვლინდება და ხშირად მეორდება. ამასთან ერთად მხედველობის ხარისხის დარღვევის შემთხვევაში, კონტრაცეპტივების მიღება წყდება;

ზოგიერთი კონტრაცეპტივის მიღება იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს მკერდის არეში, დაჭიმულობის გრძნობას, მკერდის ელასტიურობის დაქვეითებას, რაც პრეპარატების შემადგენლობასთან და მათ მიმართ ინდივიდუალურ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული;

გულისრევა-ღებინება აღინიშნება ახალი შეფუთვის დაწყებისას, პირველ რამდენიმე ტაბლეტზე. ამის გამო რეკომენდირებულია მათი ძილის წინ მიღება; სექსუალური ლტოლვის გაუმჯობესება, ზოგიერთ ქალში, კონტრაცეპტივების მიღების შედეგია. თუმცა აღინიშნება მისი დაქვეითებაც; კანზე ჩნდება პიგმენტური ლაქები;

განწყობის ცვლილების აღნიშვნის დროს ქალები წყვეტენ კონტრაცეპტივების მიღებას.

სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმაგადასვლა >>  კონტრაცერფცია


webკონტრაცეპტივების მიღების უარყოფითი მხარეები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

Комментариев нет:

Отправить комментарий