თევზის ქონის მნიშვნელობა მამაკაცის პოტენციისათვის
✧ სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
✧ ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა. გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
✧ შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე >
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი ლინკები >
✧ ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს
ომეგა 3 ,,ამაზონზე”
თევზის ქონი
დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
თევზის ქონის ზოგადი თვისებები ადამიანის ორგანიზმისათვის
თევზის ქონის ყველაზე ღირებული შემადგენელი ნივთიერება არის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, უპირველესად ომეგა-3 და ომეგა-6. ომეგა-3 შეიძლება იყოს სხვა პროდუქტებში, ომეგა-6 მხოლოდ თევზის ქონშია.
გარდა ამისა, თევზის ქონში საკმარისი რაოდენობით არის პოტენციის ვიტამინები A და D. ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერებების ნაკლებობას ხშირად განიცდის, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როცა მზიანი ამინდების ნაკლებობაა.
ცხიმოვანი მჟავების და ვიტამინების წყალობით თევზის ქონს გააჩნია შემდეგ თვისებები:
- აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
- აქვეითებს დიაბეტის განვითარების რისკს;
- ასტიმულირებს უჯრედული მემბრანის, შემაერთებელი ქსოვილის, ნერვული ქსოვილის ბოჭკოების განახლებას;
- მოქმედებს ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესებზე;
- დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე;
- ხელს უშლის არითმიის განვითარებას;
- ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს;
- ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს;
- ამცირებს სისხლში ქოლესტეროლის დონეს;
- სისხლის სიბლანტის შემცირების გამო, ამცირებს თრომბების განვითარების რისკს;
- აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს;
- ინარჩუნებს ფრჩხილების ნორმალურ მდგომარეობას;
- აუმჯობესებს ლორწოვანი გარსების მდგომარეობას;
- ხელს უშლის თმების სიმშრალეს;
- ამცირებს ფეხების კრუნჩხვების რისკს.
გარდა ამისა, თევზის ქონის გამოყენება, განაპირობებს ორგანიზმში სეროტონინის დამატებით გამომუშავებას, რაც აუმჯობესებს ხასიათს, ასევე, თავის ტვინის მიერ უმჯობესდება ახალი ინფორმაციის ათვისება და წარმოადგენს ასაკობრივი გონებასუსტობის პროფილაქტიკის საშუალებას.
თევზის ქონი და მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა
- თევზის ქონი წარმოადგენს პროსტატის საწინააღმდეგო პროფილაქტიკის საშუალებას, როგორც ანტიანთებითი თვისების მქონე ნივთიერება;
- იცავს ორგანიზმს პროსტატის კიბოს განვითარებისაგან;
- ზრდის მამაკაცის სასქესო ჰორმონების გამომუშავებას, კერძოდ, ტესტოსტერონის მომატებას, ამიტომ პოტენციისასთვის თევზის ქონს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება;
- თრგუნავს ორგანიზმზე ჰორმონ კორტიზოლის სტრესულ მოქმედებას;
- ზრდის სპერმატოზოიდების გამომუშავებას.
თევზის ქონი ზრდის კუნთოვან მასას, ამიტომ მას ხშირად იყენებენ სპორტსმენები. თევზის ქონი, რომელიც აფთიაქებში იყიდება, მიიღება სხვადასხვა წესით:
ქონი ვირთევზას ან სხვა თევზების ღვიძლიდან. ამ შემთხვევაში ქონს მხოლოდ თევზის ღვიძლიდან იღებენ, მასში მომატებულია A და D ვიტამინების კონცენტრაცია, შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე ლითონების მარილები და სხვა ნივთიერებები.
ქონი მიღებული წვრილი თევზებიდან. მდიდარია ვიტამინებით და ომეგა-3 მჟავით. ასევე შეიცავს ტოქსინების მინარევებს, თუ არ იქნება დამატებით გაწმენდილი.
ქონი მიღებული მსხვილი თევზებიდან (ორაგული, ჩრდილოეთის ორაგული და სხვა). შეიცავს ომეგა-3 და ომეგა-6-ს და სრულიად არატოქსიკურია. შეიძლება გამოყენებულ იყოს ხანგრძლივად.
თევზის ქონის მიღება, საჭიროა რეკომენდებული დოზით. მიიღება ჭამის დროს, რადგან არ გაჩნდეს პრობლემები საჭმლის მონელების მხრივ.
ჯანმრთელობის ზოგადი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდებულია რაციონში თევზის კვირაში 2-ჯერ ჩართვა.
თევზის ქონის უკუჩვენება მამაკაცისთვის და მისი თანმხლები მოვლენები:
- ღვიძლის ან თირკმლების უკმარისობა;
- ორგანიზმში კალციუმის სიჭარბე;
- D ვიტამინის ჰიპერვიტამინოზი;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
- სისხლის შედედების მომატება;
- თევზის ქონის მიმართ ინდივიდუალური ალერგიული რეაქცია.
თევზის ქონის გადამეტდოზების შემთხვევაში, შესაძლებელია ღებინების, დიარეის და საჭმლის მონელების სხვა სახის გამოვლინებები. თუ თევზის ქონი გამოიყენება, უპირატესად ორგანიზმის გასამაგრებლად და სექსუალური ძალის თანდათანობითი აღდგენისათვის, მასთან ერთად აუცილებელია სპერმის ხარისხსი გამაუმჯობესებელი, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების გამოყენება.
ვიტამინების კომპლექსის მიღების და სწორი კვების შემთხვევაში შედეგი არ დააყოვნებს. წყარო: http://kamatab.ru/kblog/ryibiy-zhir-dlya-muzhchin/
web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“
Комментариев нет:
Отправить комментарий