среда, 8 мая 2024 г.

მამაკაცის პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტები

 მამაკაცის პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტები

 სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ
 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები კაცებისათვის
დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ლუბრიკანტები
სპერმიციდები
სექს-სათამაშოები
მასტურბატორები და თოჯინები
პენისის რგოლები
პომპები და გამაფართოებლები

მამაკაცის პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტები

პოტენციის ასამაღლებელ პროდუქტებს აფროდიზიაკებს უწოდებენ, ხშირად ეს პროდუქტები ყოველდღიურ კვებაში გამოიყენება.  ცილოვანი პროდუქტებიდან აღსანიშნავია:

  • ზღვის პროდუქტები: ხამანწკები, კალმარები, კიბორჩხალები, თევზის ზოგიერთი სახეობა (სკუმბრია, კამბალა);
  • ხორცი: ძალზე სასარგებლოა ძროხის, ცხენის, ცხვრის ხორცი, დიეტური ბოცვრის ხორცი, ქათამი და ინდაური. ზოგიერთი დიეტოლოგი აღნიშნავს აქლემის ხორცის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მამაკაცის პოტენციასთან მიმართებაში;
  • კვერცხი;
  • სასარგებლოა მცენარეული ცილები. მაგალითად, პარკოსანი კულტურები.

პოტენციას სწრაფად ამაღლებს ხამანწკების მიღება. ისინი მდიდარია ცილებით, მიკროელემეტებით, ამიტომ მნიშვნელოვანია ორგანიზმში ჰორმონების სინთეზისათვის, სპერმატოზოიდების მოძრაობისათვის. თუთია და სელენი მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავებაში.
ხამანწკების შერჩევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. სპეციალისტები მიუთითებენ გარკვეულ ადგილებს, სადაც მოლუსკები აგროვებს ვერცხლისწყალს, რაც ჯანმრთელობისათვის საშიშია. მეორე გასათვალისწინებელი ფაქტორი, ხამანწკებში ბაქტერიების მტარებლობა, რომელმაც შეიძლება გასტროენტერიტი გამოიწვიოს.
ავსტრიელი ექიმის აზრით, ხამანწკები სასარგებლოა მამაკაცის პოტენციისათვის, თუმცა მისი მიღების განსხვავებულ გზებს გვთავაზობს: პაციენტების ხამანწკებით გაჯერებულ თბილ წყალში მოთავსება, 5 სეანსის შემდეგ მამაკაცების უმრავლესობაში იმპოტენცია იკურნება.

ხორცი და იმპოტენცია

ხორცი მიეკუთვნება მაღალენერგეტიკული პროდუქტების რიცხვს, მამაკაცებისათვის ის ნამდვილი აფროდიზიაკია. ხორცი განაპირობებს ჰორმონ თიროქსინი გამომუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების ნორმალურ აღძვრას და აჩქარებს ჟანგვით პროცესებს.
ხორციან კერძებში, რომელიც ასევე მდიდარია ვიტამინებით, არის შეუცვლელი საკვები პროსტატის დაავადების დროს. ბოცვრის, ქათმის და ინდაურის ხორცის კერძები, ორგანიზმში იწვევს გასტრინის და კუჭის წვენის გამომუშავებას, რომელიც მადას აძლიერებს. ქვეითდება სისხლში ქოლესტერინის დონე, რაც პირდაპირ კავშირშია პოტენციასთან, კერძოდ, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასთან.
ხორცი, რომ იყოს მაქსიმალურად სასარგებლო ის უნდა მომზადდეს ორთქლზე. ხორცი სასარგებლოა სპორტსმენებისათვის, ზომიერი ფიზიკური დატვირთვის მქონე და ნაკლებად მოძრავი ადამიანებისათვის მისი მიღება რეკომენდირებული არ არის, რადგან იწვევს ჭარბ წონიანობას, ორგანიზმიდან აძევებს კალციუმს და ჭარბად ტვირთავს თირკმლებს ცილებით.

პოტენციის ასამაღლებელი სხვა ცილოვანი პროდუქტები

კვერცხი   ჭარბად შეიცავს ცხიმს, ქოლესტერინს, ამიტომ მისი ზომაზე მეტად მიღება იწვევს ათეროსკლეროზს (დღეში საკმარისია 2 ცალი კვერცხი). კვერცხი მდიდარია მინერალებით, ვიტამინების, ამინომჟავებით, ცხიმოვანი მჟავებით, ამიტომ მისი რაციონიდან გამორიცხვა არ შეიძლება.
რძემჟავა პროდუქტები, მაგალითად, კუმისი (ფაშატის რძე). რძე აღადგენს პოტენციას ნივთიერებათა ცვლის გაუჯობესების სახით, სისხლის შემადგენლობის რეგულაციით, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. კუმისი ამაღებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი. კუმისის დღეღამური ნორმა არის ერთი ჭიქა სადილობიდან ნახევარი საათის შემდეგ. პირებს, რომლებსაც აწუხებთ ლაქტოზის აუტანლობა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები კუმისის მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ.
მცენარეული ცილებიდან მნიშვნელოვანია მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები. ცილები არის ჰორმონების, სპერმის სინთეზისათვის აუცილებელი ნაერთები. პარკოსნები მდიდარია მიკროელემეტებით და B ჯგუფის ვიტამინებით, რომელიც ამაგრებს ნერვულ სისტემას.

მამაკაცებმა ხშირად უნდა მიიღოს თაფლი, კაკალი, მწვანილები, ხილი, ნატურალური წვენები.

ნებისმიერი სახის კაკალი (ბერძნული, კედარის, ფუნდუკი, ფისტა, ნუში) თავისებურად სასარგებლოა. ისინი მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით, მაგნიუმით, ქლორით, გოგირდით, მანგანუმით, თუთიით და სელენით. ვიტამინებით: B, C, A, D, E, K. უჯერი ცხიმებით, რომელიც ამაგრებს სისხლძარღვებს და ხელს უშლის ქოლესტეროლის ჩალაგებას სისხლძარღვების კედლებზე. ნუში აუმჯობესებს სასქესო ორგანოების სისხლით მომარაგებას, კერძოდ, მასში შემავალი არგინინი. ნუში შეიძლება მივაკუთვნოთ პოტენციის ასამაღლებელ სწრაფ საშუალებას. კედრის კაკალი ამაღლებს იმუნიტეტს.

განსაკუთრებული ადგილი უკავია ძირხვენა მცენარეეებს (სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი), ნიახურს, კოჭას.
ნიახური შეიცავს ტესტოსტერონის ანალოგ ნივთიერებას.

კოჭა ანუ ჯანჯაფილი დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვთა სისტემაზე. აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ორგანოების სისხლით მომარაგებას. კოჭა რეკომენდირებულია ჭარბწონიანი ადამიანებისათვის, ჰიპერტონიის მქონე პირებისათვის.

კვების პროდუქტების გარდა, არსებობს პოტენციის ასამაღლებელი სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ექიმის მიერ ინიშნება.წყარო: http://kamatab.ru/kblog/produktyi-dlya-povyisheniya-potentsii/


webმამაკაცის პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტები
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

 

Комментариев нет:

Отправить комментарий