среда, 1 мая 2024 г.

დუნე ერექცია

დუნე ერექცია – მამაკაცებში ხშირი მოვლენაა. ასოს არასაკმარისი ერეგირების შესახებ ჩივილები შეიძლება გააჩნდეს, არა მარტო ხანში შესულ მამაკაცებს, არამედ 30 წლამდე ახალგაზრდებსაც, არასრული ერექცია შეიძლება პროვოცირებული იყოს ალკოჰოლის ბანალური მოხმარების გამო.


დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”

დუნე ერექციის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ,,amazonze”


დუნე ერექციის დამახასიათებელი ნიშნები

დუნე ანუ არასრული ერექციის უპირველესი დამახასითებელი ნიშანი არის პენისის სუსტად გამოხატული სიმკვრივე, არასაკმარისი სიმაგრე და არასრული გადიდება.
როგორც წესი სუსტი ერექციის დროს სქესობრივი აღგზნება გამოხატულია, მაგრამ პენისის არასრული ერეგირების გამო, სქესობრივი აქტის შესრულება ძალზე პრობლემურია და ქმნის სტრესულ სიტუაციას, რასაც მომავალში შეიძლება ნეგატიურად აისახოს მამაკაცის ჯანმრთელობაზე.
აქედან გამომდინარე, მამაკაცი განიცდის პენისის საშოში შეღწევის პრობლემას. აღნიშნული აქტის მოხერხების შემთხვევაში, ფრიქციის დროს ერექცია შეიძლება კიდევ უფრო შესუსტდეს, რასაც მოჰყვება სქესობრივი აქტის შეწყვეტა. შესაბამისად, სპერმის ამონთხევა და ორგაზმის მიღწევა შეუძლებელია.

ერექციის დაქვეითების მიზეზები

როგორც წესი, დუნე ერექცია აღმოცენდება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ფაქტორების მოქმედებით, ამასთან რაც უფრო ახალგაზრდაა მამაკაცი, მით უფრო დამოკიდებული ხდება ფსიქოლოგიური სახის მიზეზებზე.
საკმარისია ახალგაზრდა მამაკაცმა თუნდაც ერთხელ განიცადოს არასაკმარისი ერექცია, ის კარგავს საკუთარი თავის მიმართ დამაჯერებლობას. მომავალში ის იწყებს, საკუთარ ინტიმურ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას. შეშფოთებით და შიშით ელოდება შესაძლო წარუმატებლობის დადგომას. ასეთ პირობებში სქესობრივი აქტი პრობლემური ხდება, მაგრამ თუ მამაკაცი არ შეეცდება, საკუთარი ძალებით პრობლემის მოგვარებას ან არ მიმართავს სპეციალისტს და არ გაიზიარებს მის რჩევებს, შეიძლება ჩამოყალიბდეს ფსიქოგენური ერექციული დისფუნქცია.

პენისის ერეგირების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს შემდეგი ფაქტორები:

  • ფსიქოლოგიური დარღვევები და მოშლილობები, მათ შორის პრობლემები პარტნიორთან, წინა სქესობრივი აქტების შემთხვევითი წარუმატებლობა;
  • სქესობრივი აქტის წინ მძიმე სტრესული მდგომარეობა ან ხანგრძლივი სტრესული სიტუაციების არსებობა;
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლილობა;
  • სხვადასხვა ორგანოების ქრონიკული და მწვავე დაავადებები;
  • მავნე ჩვევები;
  • ჰიპოდინამია;
  • არასრული კვება.

ზუსტ მიზეზებს ადგენს მხოლოდ ექიმი, მაგრამ თუ მამაკაცი ყურადღებით დააკვირდება თავის მდგომარეობას, მას თვითონ შეუძლია განსაზღვროს ის ფაქტორები, რომელმაც ის დააყენა ასეთი პრობლემების წინ.

დუნე ერექციის დაძლევის გზები

საბედნიეროდ, დუნე ერექცია იმდენად მძიმე დარღვევა არ არის, როგორიცაა მაგალითად, სრული იმპოტენცია, ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრის გზები გაცილებით ადვილია. მთავარია – ადამიანის განწყობა დადებითი შედეგების მისაღწევად და სპეციალისტის რჩევების შესრულება.

ერექციის მნიშვნელოვანი გაძლიერება შესაძლებელია შემდეგი ქმედებების განხორციელებით:

  1. სტრესული სიტუაციების გამორიცხვა ან მინიმუმამდე შემცირება. შესაძლებლობის მიხედვით კონფლიქტური სიტუაციებისგან თავის არიდება, რომელიც მოქმედებს არა მარტო სქესობრივ ფუნქციებზე, არამედ ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობაზე.
  2. არსებული პრობლემების პარტნიორთან განხილვა. შეგნებული ქალი არ დაიწყებს აქცენტების გაკეთებას წარუმატებლობაზე, არამედ პირიქით, ეცდება მამაკაცის გამხნევებას, რომ ეს არის ერთეული შემთხვევა და არ ნიშნავს სერიოზული დარღვევების საფუძველს.
  3. დაავადებათა მკურნალობა, რომელიც იწვევს, ინტიმური კონტაქტის დროს, პენისის არასაკმარის ერეგირებას. მკურნალობის პროცესში მატულობს სიახლოვის განწყობა, უმჯობესდება პენისის სისხლის მომარაგება, რაც მრავალ პრობლებას აგვარებს და მამაკაცის განწყობაც ამაღლებულია.
  4. სპეციალური ვარჯიშების შესრულება. აღსანიშნავია, რომ აუცილებელია სპორტით ზომიერად დაკავება, რადგან დიდი ძალების დახარჯვა ორგანიზმს ფიტავს. რეპროდუქციული ფუნქციების აღდგენისათვის, განსაკუთრებით სასარგებლოა პოტენციის ვარჯიშები, რომელიც ამაგრებს სასქესო ორგანოების მამოძრავებელ კუნთებს (ანალოგიურია ქალებში კეგელის ვარჯიშები).
  5. იოგით და მედიტაციით დაკავება. ჩვეულებრივი ფიზიკური ვარჯიშებისაგან განსხვავებით, იოგას ვარჯიშები, მოქმედებს არა მარტო კუნთოვან ქსოვილებზე, არამედ ადამიანის ფსიქიკურ განწყობაზე. ასანის პროცესის მსვლელობისას მამაკაცს შეუძლია მოდუნდეს და განიტვირთოს ჭარბი ნერვული დაძაბულობისაგან, აღივსოს ენერგიით და ძალით, რომელიც აუცილებელია სქესობრვის აქტის შესასრულებლად.
  6. მნიშვნელოვანია სწორი კვება. მამაკაცის რაციონში საკმარისად უნდა იყოს წარმოდგენილი კაკალი, რძის პროდუქტები, თაფლი და სხვა, რომლებიც ბუნებრივ აფროდიზიაკებს წარმოადგენენ. სასარგებლოა მწვანილები, ხილი და კენკროვანები.
  7. ვიტამინების და მინერალების მიღება. თუ ყოველდღიურ კვების რაციონში სასარგებლო კომპონენტები ძალიან მცირეა, მაშინ აუცილებელია ვიტამინების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება.
  8. რეგულარული სქესობრივი ცხოვრება (თუნდაც კვირაში ორჯერ). ერექციის პრობლემების ალბათობა იზრდება თუ მამაკაცი ინტიმურ კონტაქტებს შემთხვევიდან შემთხვევამდე ასრულებს და მათ შორის ხანგრძლივობა დიდია.
  9. ინტიმური კავშირების შენარჩუნება მხოლოდ ერთ პარტნიორთან. მოუწესრიგებელი ურთიერთობები სხვადასხვა ქალებთან, იწვევს არა მარტო სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნებას, არამედ იზრდება ინტიმური წარუმატებლობის სიხშირე. ყოველი ახალი პარტნიორი, მამაკაცისათვის არის სტრესი, რადგან მას უხდება ყოველ ახალ პარტნიორთან, თავისი მამაკაცური შესაძლებლობების დამტკიცება.

რა უნდა მოიმოქმედოს მამაკაცმა თუ ზემოთ აღნიშული რჩევები ეფექტური არ აღმოჩნდება?

ამ შემთხვევაში უნდა მიმართოს სექსოპათოლოგს ან ფსიქოლოგს, რადგან ხშირად მთავარი პრობლემა „აზროვნებაშია“ და მისი გამოვლენა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
ძალიან დაბალი დონის ერექციაც კი არ არის ინტიმურ სიახლოვეზე უარის თქმის საფუძველი, ასეთ მდგომარეობაში გამოიყენება სპეციალური პრეპარატები, რომელიც კურნავს პოტენციის დაქვეითებას. წყარო: http://kamatab.ru/kblog/vyalaya-erektsiya/

web
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“



Комментариев нет:

Отправить комментарий