понедельник, 6 мая 2024 г.

სქესობრივი აქტის სისტემატურობა

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 
✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >
 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე”
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები ქალებისათვის
სექსუალური აღგზნებისათვის გამოსაყენებელი საშუალებები კაცებისათვის
სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები ქალებისათვის
სექსუალური აქტივობის მოსამატებელი საკვები დანამატები კაცებისათვის
ფერომონები ქალებისათვის მამაკაცების მოსაზიდად
ფერომონები კაცებისათვის ქალიეს მოსაზიდად

სქესობრივი აქტის სისტემატურობა

მამაკაცს შეუძლია განსაზღვროს პირველი სქესობრივი აქტის დროს ნებისმიერი ქალის ემოციური დონე. მით უმეტეს, სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს ცოლის ემოციური დონის განსაზღვრა, ვისთანაც სისტემატურად ცხოვრობს. ამ თავების წაკითხვა ქალსაც მისცემს საშუალებას გაიგოს, თუ რომელი ტიპის ქალებს მიეკუთვნება. მათ უკვე ზუსტად ეცოდინებათ, თუ როგორი სქესობრივი ურთიერთობა უნდა დაამყარონ ერთმანეთთან.
რა თქმა უნდა უბიწო ქალიშვილმა ან რომანტიკულად განწყობილმა გოგონამ არ იცის თავისი პოტენციური შესაძლებლობანი და ალბათ ამ თავების წაკითხვის შემდეგაც ვერ გაშიფრავს ამ რთულ პრობლემას.

რაც შეეხება სქესობრივ აქტს, მამაკაცმა უნდა დაიცვას რამდენიმე ძირითადი წესი:

პირველი:

ყველა ქალს უნდა მოეპყროს ისე, როგორც დაბალი ემოციური დონის მქონეთ და ძნელად აღგზნებადებს. ამაში იგულისხმება ხანგრძლივი პრელუდია, რომელშიც შედის ზემოთ აღწერილი ტექნიკის ყველა ელემენტი.

მეორე:

მამაკაცმა პრელუდიას უნდა დაუთმოს არა ნაკლებ თხუთმეტი წუთი. სქესობრივი ურთიერთობისათვის უნდა იქნას ამორჩეული ყველაზე მოხერხებული პოზა, ანუ მდგომარეობა.
თუ ქალს სურს მოძრაობის სრული თავისუფლება, მაშინ ხელსაყრელია მდგომარეობა “მამაკაცი ქვევიდან”. ამ მდგომარეობას შეუძლია ნებისმიერი ქალის ემოციური დონის მნიშვნელოვანი ამაღლება.
კლიტორის საფუძვლიანი აღგზნება წინ უნდა უძღვოდეს ქალის პირველ ორგაზმს, თანაც გამოყენებული უნდა იქნას აღგზნების საფეხუროვანი მეთოდი.

მესამე:

მამაკაცი კლიტორს უნდა აღიზიანებდეს ქალის ორგაზმამდე და მისი მიმდინარეობის დროსაც. გარდა იმ შემთხვევისა, როცა მაღალტემპერამენტიანია. მაშინ საჭიროა კლიტორის გაღიზიანება მხოლოდ პრელუდიის დროს. რადგან არავის შეუძლია განსაზღვროს ქალის ორგაზმის განცდის რაოდენობა, მამაკაცმა საკუთარი ორგაზმი უნდა შეაკავოს მანამ, სანამ ქალი არ იგრძნობს ახალ ორგაზმს, ანდა აღარ აღიგზნება კლიტორთან კონტაქტით. ეს არის მეოთხე წესი, რომელიც განსაკუთრებით ეხება მრავალჯერადი ორგაზმის მქონე ქალებს. თუ მამაკაცს არ შეუძლია შეაჩეროს საკუთარი ორგაზმის დაწყება, მაშინ მან უნდა განაგრძოს კლიტორისა და საშოს აღგზნება პარტნიორის სრულყოფილ სქესობრივ დაკმაყოფილებამდე. ეს შეიძლება განხორციელდეს სასქესო ასოს საშოში უმოძრაოდ დატოვებით. ზემოთ ნათქვამი წარმოადგენს მეხუთე წესს.

მეექვსე წესი

მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცი უნდა ეცადოს უპირველესად ქალის ორგაზმის მიღწევას და არ გაიტაცოს ერთდროული ორგაზმის პერსპექტივამ. ამ უკანასკნელისათვის იზრუნოს მხოლოდ ქალის თხოვნით.

მეშვიდე

და ბოლო წესი მდგომარეობს იმაში, რომ მამაკაცმა მიუხედავად ორგაზმის შემდეგ აღგზნების დაქვეითებისა, უნდა გააგრძელოს ალერსი და ამით პარტნიორში მადლიერებისა და კმაყოფილების გრძნობა გამოიწვიოს.
არც ერთი აღგზნებული ქალი კოცნას არ პასუხობს ღია თვალებით და ინტიმურ მომენტში თვალგახელილი არასდროს იმყოფება.
თუ მას თვალები ღია აქვს, მაშასადამე, იგი ჯერ არ არის აღგზნებული.
ამავე დროს კარგი პარტნიორი არასოდეს ხუჭავს თვალებს და ყურადღებით აკვირდება ქალის რეაქციას. მამაკაცის მოვალეობას წარმოადგენს ქალისათვის სიამოვნების მინიჭება და კარგი პარტნიორი დამატებით სიამოვნებას ღებულობს იმის შეგნებისაგან, რომ მან ასიამოვნა ქალს. აქედან გამომდინარე ქალის სხეული მამაკაცისათვის ცალმხრივი სიამოვნების იარაღს არ წარმოადგენს.
სქესობრივ ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობის ეთიკურ ნორმებს. ურიგო არ იქნება შევჩერდეთ ზოგიერთ მათგანზე. გამოცდილი პარტნიორი სქესობრივი აქტისადმი მისწრაფებას აშკარა ფორმით არასდროს გამოამჟღავნებს, მას უყურებს როგორც ბუნებრივ მოთხოვნილებას და თავს არიდებს ზედმეტ ხაზგასმას.

ვნებების კონტროლი

კულტურული ქალი მამაკაცისაგან ვნებების კონტროლს მოითხოვს და თავს არიდებს სქესობრივი აქტის წინ უხეშ პრელუდიას. ინტიმური ვითარების დროსაც კი ქალი მამაკაცისაგან დელიკატურ მოპყრობას საჭიროებს. აღგზნებულ ქალს სინამდვილეში გააჩნია არანაკლები და ზოგჯერ უფრო მეტი სქესობრივი ურთიერთობის სურვილი, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ამას გარეგნულად არ გამოხატავს, როგორც ვნებისაგან ცხოველურ სიუხეშემდე დასული ზოგიერთი მამაკაცი.
ეს უკანასკნელი კრიტიკულად უნდა მიუდგეს ქალთან სქესობრივ ურთიერთობას, თორემ სქესობრივი კულტურის უქონლობის გამო ქალში შეიძლება გამოიწვიოს ზიზღის გრძნობა.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი შეიძლება დაკმაყოფილებული იყოს, ქალი შესაძლოა მაინც განიცდიდეს სქესობრივ შიმშილს, რაც დაკავშირებული არ არის მის სულიერ განცდებთან.
მამაკაცი უნდა გაურბოდეს საკუთარი ცოლის შიშველი სხეულის “თვალებით შეჭმას”, როცა ის იხდის, რათა ქალს არ შეუქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ თითქოს ქმრის აღგზნება მხოლოდ მის სიშიშვლეზეა დამოკიდებული.
ასეთ ქცევას შეუძლია გააძლიეროს ქალის სიმორცხვის, თავშეკავების გრძნობა, რომელიც ისედაც საკმაოდ გააჩნიათ მორიდებულ ქალებს და ეს უკანასკნელნი მრავალი წლის ცოლ-ქმრული ცხოვრების შემდეგაც არ უქრებათ.
ასეთი ქალები ჩვეულებრივ ზომიერი ან სუსტი ტემპერამენტის არიან და ქმრებს მათთან სქესობრივ ურთიერთობაში ცოტა პრობლემა როდი უჩნდებათ.
არც ერთი თავმოყვარე ქმარი საკუთარ ცოლს არ დააძალებს სქესობრივ კავშირს, თუ რაიმე მიზეზით მას ეს არ სურს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ძალდატანებით სქესობრივ კავშირს მამაკაცისათვის სიამოვნება მოჰქონდეს განსაკუთრებით მაშინ, თუ ცოლი არ იზიარებს ქმრის სურვილს.
მამაკაცი, რომელიც დაძალებით ცდილობს თავისი უფლებების განაღდებას ქალის სურვილის გათვალისწინების გარეშე, ძირს სცემს საკუთარ სქესობრივ რეპუტაციას.
ძველი ანდაზა ამტკიცებს “ფამილარობა ზიზღს ბადებსო”. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მეუღლეთა შორის სქესობრივი ურთიერთობის დროს. ქმარი პატივს უნდა სცემდეს თავის ცოლს, მაგრამ ბევრი ივიწყებს ამას.
ასეთი გულმავიწყობა შეუწყნარებელია, რამდენადაც სქესობრივი სიახლოვე წარმოადგენს ადამიანებს შორის ურთიერთობის ყველაზე ინტიმურ ფორმას და ქცევა ასეთი კავშირის დროს ღრმა შთაბეჭდილებებს ტოვებს. 
რ. სტრიტი ,,სქესობრივი ცხოვრების კულტურა”


web

♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

Комментариев нет:

Отправить комментарий