понедельник, 6 мая 2024 г.

ტრანსსექსუალიზმი

 ✧დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
პრეზერვატივები

ქალის კონტრაცეპტივები
ლუბრიკანტები
სპერმიციდები
ლიბიდოს მოსამატებელი საშუალებები ,,ამაზონზე”

ტრანსექსუალიზმი

ტრანსსექსუალიზმი (ტრანს + სექსისქესობრივი ცნობიერების მყარი შეუსაბამობა მის ჭეშმარიტ გენეტიკურ და გონადურ სქესთან.
ტრანსექსუალების მიერ საკუთარი სხეულის ნორმალური აგებულება აღიქმება შეუსაბამოდ და მიისწრაფვიან ნებისმიერი გზით სქესის შეცვლისაკენ. ტრანსსექსუალიზმის სიხშირე დაახლოებით შეადგენს: 1:100-200 ათას ადამიანზე.
ტრანსსექსუალიზმს საფუძვლად უდევს თავის ტვინის სტრუქტურის ფორმირების დარღვევა, კერძოდ კი იმ ცენტრებისა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინდივიდის  სქესობრივ ქცევაზე. შედეგად ხდება სქესობრივი თვითშეცნობის დამახინჯება და საპირისპირო სქესისადმი მიკუთვნების შეგრძნება.

მიზეზები

ტრანსსექსუალიზმის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში განვითარების დარღვევა, რაც ხშირად განპირობებულია ორსულობის პერიოდში  ნერვული სტრესებით, სხვადასხვა წამლების მიღებით, ნაყოფის არასაკმარისი კვებით  და ა.შ.
ასეთი დარღვევების გამოხატულება ვარირებს ფართო საზღვრებში, რითიც აიხსნება ტრანსსექსუალიზმის კლინიკური ვარიანტების მრავალფეროვნება.
სქესობრივი აღზრდა პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას სქესობრივ ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ბირთვული (მკვეთრად გამოხატული) ტრანსსექსუალიზმის დროს, თუმცა დადებითად მოქმედებს არამკვეთრი გამოვლინებების დროს.

გამოვლინებები

ტრანსსექსუალიზმისათვის დამახასიათებელია ქცევითი დარღვევები, რაც დაკავშირებულია საპირისპირო სქესისადმი მიკუთვნების განცდასთან. ბავშვებს სურთ დაუძახონ საწინააღმდეგო სქესის  სახელები, ატარონ მათი  ტანსაცმელი, ბიჭები ხალისით თამაშობენ გოგონებთან ერთად თოჯინებით და პირიქით გოგონები მიისწრაფვიან ბიჭური თამაშებისაკენ.
მშობლების მცდელობა დასჯით ან დარიგებით შეცვალონ ტრანსექსუალი ბავშვის ქცევა, ჩვეულებრივ წარუმატებელია.
ტრანსექსუალი ბავშვი გარშემომყოფებისაგანაც მოითხოვს აღიარონ მისი ის სქესი, რომელსაც თვითონ მიაკუთვნებენ საკუთარ თავს.
განსაკუთრებით მწვავდება პრობლემა  სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც ტრანსექსუალი მოზარდები საშინელებად აღიქვამენ მათი ცნობიერებისათვის მიუღებელ, მაგრამ ჭეშმარიტი სქესისათვის დამახასიათებელ გენიტალიების ზრდასა და მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებას.
აღინიშნება დამახინჯებული სქესობრივი სწრაფვა, ტრანსექსუალი ქალების ქალებისადმი, და ტრანსექსუალი მამაკაცების მამაკაცებისადმი.
გარშემომყოფთა მიერ მსგავსი სქესობრივი ლტოლვა აღიქმება, როგორც ჰომოსექსუალური ქცევა, თუმცა რეალურად არსი განსხვავებულია, რადგან მამაკაცი ტრანსექსუალებისათვის მათი სქესობრივი ცნობიერების თანახმად ჰომოსექსუალურ ქცევად სწორედ, რომ პირიქით ქალთან სქესობრივი ურთიერთობა ფასდება.

სირთულეები

ტრანსექსუალების სქესობრივი ცხოვრება მრავალ სიძნელეებთანაა დაკავშირებული. ერთის მხრივ ეს ეხება სქესობრივი პარტნიორის შერჩევას, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან სქესობრივი ურთიერთობა რამდენიმე მცდელობის შემდეგ წარუმატებლობით მთავრდება, მათთვის სასურველი იმავე სქესის პირებისაგან კი ხშირად წინააღმდეგობას აწყდებიან.
მუდმივი სქესობრივი პარტნიორის პოვნის შემთხვევაშიც კი გარკვეული ხნის შემდეგ გარკვეული სიძნეელები იჩენს თავს გარშემომყოფებისაგან ნეგატიური დამოკიდებულების გამო.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსექსუალებისათვის სექსუალური  პრობლემები არ არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი.
მთელი მათი ყურადღება და ძალისხმევა მიმართულია საკუთარი გარეგნული იერის  მათი სქესობრივი ცნობიერებისათვის შესაბამის ფორმაში მოსაყვანად, ასევე საზოგადოებისაგან საწინააღმდეგო  სქესისადმი მიკუთვნების აღიარებისაკენ.
ამასთან ისინი არ იხევენ უკან რთული ქირურგიული ჩარევებისაგანაც კი.   ტრანსსექსუალიზმის შედარებით მსუბუქი ფორმების დროს მიუხედავად საწინააღდმეგო სქესისადმი მიკუთვნების ფსიქიკური განცდების არსებობისა, ტრანსსექსუალების დიდი ნაწილი თანდათანობით ეჩვევა საკუთარ მდგომარეობას და კომპენსაციას პოულობს საწინააღმდეგო სქესისასთვის დამახასიათებელ საქმიანობაში.
მაგალითად ქალები ირჩევენ პრესტიჟულ მამაკაცურ პროფესიებს, მფრინავობას, შორეული ზღვაოსნობის კაპიტნობას, გამომძიებლობას და ა.შ.
ეს მათ თვითდარწმუნებას მატებს და საშუალებას აძლევს მამაკაცთა საზოგადოებაში იტრიალოს, ამასთან მათი პროფესია ამართლებს ჩაცმის სტილს, ქცევის მანერასა და მამაკაცურ თვისებებს.

სოციალური ადაპტაცია

ტრანსსექსუალიზმის გამოხატული ფორმების დროს სრულფასოვანი სოციალური ადაპტაცია პრაქტიკულად შეუძლებელია სქესის შეცვლის გარეშე.  საპასპორტო სქესის შეცვლის საკითხის გადაწყვეტა სპეციალისტების კომპეტენციას წარმოადგენს (სექსოპათოლოგები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები), რომლებიც მხოლოდ კომპლექსური გამოკვლევებისა და დინამიური დაკვირვების შედეგად იძლევიან შესაბამის დასკვნას. ახალი საპასპორტო სქესისადმი განსაზღვრული ადაპტაციის  პერიოდის გავლის შემდეგ  შესაძლებელია სქესის შეცვლის ოპერაციის ჩატარება. სქესობრივი დარღვევები


webტრანსსექსუალიზმი
♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
ინტიმური საქონლის მაღაზია

FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

☀ გაფრთხილება!

Комментариев нет:

Отправить комментарий