пятница, 3 мая 2024 г.

თინეიჯერების სექსუალობის თავისებურებები

  სექსოლოგიურ საქონელს, უმეტესად ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” იწერენ

 ,,ამაზონი” კი უზარმაზარ არჩევანს იძლევა.  გარდა ამისა, ამაზონიდან გამოწერისას დაცულია ანონიმურობა.
 შეგახსენებთ თქვენ იმყოფებით სამედიცინო სექსოლოგიის ყველაზე დიდ ქართულ საიტზე   > 

✧ წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  რეგიონალური და აქციური ფასდაკლებების გათვალისწინებით. ზოგჯერ ფასდაკლებები 60 %-ს აღწევს.
✧ საქონელზე ფასდაკლებული ფასების მისაღებად ამაზონზე გადადით წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან, სადაც არის ამაზონზე გადამავალი  ლინკები >

 ამაზონის შესაბამის რუბრიკაზე გადასასვლელად დააკლიკეთ ჟოლოსფერ ტექსტებს

უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ინტიმური ჰიგიენის საშუალებები ,,ამაზონზე”
ორსულობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
მამაკაცის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები

სქესობრივი მომწიფება არის პერიოდი, რომლის დროსაც ბავშვობა სრულდება და იწყება ზრდასრულობა, მოზარდს უვითარდება მეორადი სასქესო ნიშნები, მისი რეპროდუქციული სისტემა ემზადება და იწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას. სქესობრივი მომწიფება გოგონებისთვის დაახლოებით 10-11 წლის ასაკში იწყება, შეიძლება უფრო ადრეც, ან უფრო გვიან. ბიჭებისთვის 11-12 – წლისთვის. სქესობრივი მომწიფება ანუ პუბერტატი გრძელდება საშუალოდ 4 – 6 წელი.

სქესობრივი მომწიფების ნიშნებია

მკერდის გადიდება, პირველი მენსტრუაცია (მენარქე) სხეულის თმიანობის განვითარება, სხეულის ზრდის ტემპის აჩქარება. ბიჭების შემთხვევაში თმიანობა ასევე ვითარდება ბიჭებისთვის სახასიათო ადგილებში, აქტიურად იზრდება პენისი და სათესლეები. სქესობრივი მომწიფება ასევე ასოცირებულია პირველ ეაკულაციასთან.
პუბერტატი (სქესობრივი მომწიფება) საინტერესო არ არის მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური ცვლილებებით მას თან ახალავს მრავალი ფსიქოლოგიური ასპექტი, რომელიც გავლენას ახდენს მოზარდების ცხოვრების მიმდინარეობაზე.
მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება თავის მხრივ გავლენას ახდენს მოზარდის თანატოლებთან და სხვა გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე. მაგ. გოგონები, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას შედარებით ადრე იწყებენ, ხშირად უფრო დეპრესიულები არიან, ვინაიდან მათთვის უცხო და სტრესის მომგვრელია სხეულის ცვლილებები, რომელიც ჯერ მათ თანატოლებს არ აქვთ. მაგ. მკერდის გაზრდა, ბარძაყებში და დუნდულოების მიდამოში ცხიმის გადანაწილება, რაც ფეხების შედარებით გასქელებით ვლინდება, ასევე სიმაღლეში ერთბაშად, სწრაფად ზრდა და ა.შ. ამით ზოგჯერ გოგონები უფროსი ბიჭების ყურადღებასაც იქცევენ რაც მათ ცხოვრებაში დამატებით „პრობლემებს“ და საზრუნავს ქმნის. შესაბამისად მიჩნეულია, რომ გოგონებისთვის სქესობრივი მომწიფება მეტი სტრესია, ვიდრე ბიჭებისთვის.
ბიჭები სქესობრივი მომწიფებით, პირიქით თავს უფრო ძლიერებად და დიდებად გრძნობენ, მათი თვითშეფასება მაღლდება მამაკაცური ელემენტების (სასქესო ნიშნების) განვითარებასთან ერთად. შესაბამისად ფიზიკური განვითარება მათთვის დამატებით სტრესის მომგვრელი არ არის. იმ გოგონებში, რომლებიც მამების გარეშე იზრდებიან, უფრო მალე დგება სქესობრივი მომწიფება. მიიჩნევა, რომ ეს გამოწვეულია იმ სტრესით, რომელიც მამის არ ყოლას ახლავს თან.

წარსულში მიიჩნეოდა, რომ რაც მალე დგებოდა სქესობრივი მომწიფება მით უფრო კარგი იყო და ჯანმრთელობაზე და კარგ კვებაზე მიუთითებდა. რეალურად ამ მდგომარეობასთან პირდაპირი კავშირი ვერ დადგინდა გარდა წონისა. გოგონები, რომელიბიც ჭარბწონიანები, ან უბრალოდ შედარებით მეტი მასისანი არიან, უფრო მალე უდგებათ სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ამ პერიოდში სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების ეპიფიზების ადრეული დახურვა, რაც განაპირობებს მათ შედარებით დაბალ სიმაღლეს, ანუ სიმაღლეში ზრდა წყდება. დროთა განმავლობაში სქესობრივი მომწიფება დგება უფრო ადრე, ვიდრე წარსულში. ეს ფაქტი ასოცირებულია ცხოვრების კონდიციების გაუმჯობესებასთან, უკეთეს კვებასთან, ვიტამინების და მინერალების სრულფასოვან მიღებასთან და ა.შ.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში იწყებენ მოზარდები მასტრურბაციას (როგორც წესი), ბიჭებისთვის მასტურბაციის დაწყების ასაკი ძირითადად 12-14 წელია. ქართველი ბიჭების 80 % – ზე მეტი მასტურბირებს. ქართველი გოგონების 70 % – ზე მეტი მასტურბირებს რეგულარულად ან იშვიათად, უკიდურეს შემთხვევაში ერთხელ მაინც უცდია მასტურბაცია (ჩვენი გამოკითხვების საფუძველზე).
სქესობრივი მომწიფების ასაკში შეიძლება იყოს ჰომოსექსუალური გამოცდილებაც, ეს ხდება ჰეტეროსექსუალებს და ჰომოსექსუალებს შორისაც ანუ ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს ასეთი გამოცდილება. მაგ. გოგონები ერთად რჩებიან ღამე, ერთ საწოლში წვანან და ა.შ. ბიჭებისთვის ასეთი გამოცდილებები ზოგჯერ ხდება ერთობლივი მასტურბაციით ეროტიული, პორნო ფილმების ყურების დროს. ჰომოსექსუალური ურთიერთბა შეიძლება არ დასრულდეს პენეტრაციით.

მიუხედავად იმისა, რომ მასტრუბაცია წარმოადგენს სექსუალური ექსპრესიის ხშირ და უსაფრთხო ფორმას, მოზარდებში (და არა მარტო) მაინც ტაბუირებულ თემას წარმოადგენს. ზოგ შემთხვევაში მიჩნევენ, რომ მასტურბაცია არა რელიგიური, არა მორალური, არა სრულფასოვანი და ა.შ. ქცევაა, ზოგ შემთხვევაში კი ასოცირებენ დაბალ თვითშეფასებასა და წარუმატებლობასთან. რაც თავის მხრივ არ არის სწორი მიდგომა საკითხისადმი. მასტურბაცია სავარაუდოდ ყველაზე გავრცელებული და ყველაზე ხშირი ქცევაა, სექსუალურ ქცევებს შორის. ის მეტად ხშირია ვიდრე კოიტუსი, ორალური სექსი ან სხვა ნებისმიერი, თუმცა ხშირად მისი რეპორტინგი არის დარღვეული. ანუ ამის შესახებ მომხსენებლები (გამოკითხულები) არ საუბრობენ, ან საუბრობენ დამახინჯებულად, არასწორად, ცრუ ინფორმაციით. eitenberg, Detzer, & Srebnik, 1993; Weinberg, Lottes, & Shaver, 1995 კვლევების თანახმად, მასტურბაცია გავრცელებულია მოსწავლე ბიჭებს შორის 81 – 86 % – ში ხოლო გოგონების 45-51 % – ში. (ბიჭების მაჩვენებელი შეესაბამება ჩვენი კვლევის შედეგებს, გოგონების ნაკლებად, თუმა ჩვენი კვლევის დროს პოპულაციად არ იყო აღებული მხოლოდ მოსწავლეები). მასტურბაციის საშუალო ასაკად 13,5 წ. წელია მიჩნეული.
ბიჭებს საშუალოდ უფრო ხშირად აქვთ მასტურბაცია, ვიდრე გოგონებს. მასტურბაციის გავრცელება და განსხვავება სქესებს შორის უმეტესად გამოწვეულია საზოგადოებრივი შეხედულებებით და კულტურით. მრავალ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ბიჭები მეტად სექსუალიზებულები არიან, შესაბამისად მასტურბაცია მათთვის ნორმაა, გოგონებისთვის არა და ა.შ. სოციალური გავლენის არგუმენტს ამყარებს შვედეთში ჩატარებული კვლევა Weinberg et al. (1995), სადაც სტუდენტი ბიჭების 99 % მა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ერთხალ მაინც მიუმართავს მასტურბციისთვის. გოგონებს შორის 90 % განაცხადა იგივე.
სხვაობა იყო მასტურბაციის სიხშირეში. გოგონები მასტურბირებდნენ უფრო იშვიათად ვიდრე ბიჭები. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ან საზოგადოებრივი გავლენა არის საზოგადოებების ნაწილში იმდენად დიდი, რომ გოგონების ნაწილი არ მასტურბირებს, ან მათი მოხსენების დროს ცრუობენ.

გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის გავრცელებულია არაკოიტალური სექსუალური ქცევა. 15 წლამდე თითქმის 60 % – ს აქვს არაკოიტალური ურთიერთობა: კოცნასასქესო ორგანოების სტიმულაცია, ორალური სექსი, სუროგატული სექსი და სხვა.
2003 წლის მონაცემებით Grunbaum et al.,2004. 9 დან 12 კლასამდე მოზარდების 46.7 % ს აქვს კოიტალური სექსი. ეს მაჩვენებელი შავკანიანებს შორის უფრო მაღალია. 67 % , ესპანური წარმოშობის ამერიკელებს შორის 51 % , თეთრკანიან ამერიკელებს შორის 42 % .
სექსისთვის მოტივაცია თინეიჯერებისთვის არის: სიყვარული, ცნობისმოყვარეობა სურვილი.
მიზეზი რის გამოც არ აქვთ მოზარდებს სექსი არის: სოციალური გავლენა (მაგ. ქალიშვილობის ინსტიტუტი, რელიგია, ოჯახი და სხვა), შიდსის და სხვა დაავადებების შიში, ორსულობის და ბავშვის ყოლის შიში.
ადამიანების უმრავლესობა რეტროსპექტული გამოკითხვით ამბობს, რომ მისთვის პირველი სექსის ასაკი იყო ძალიან ახალგაზრდა მისთვის, ანუ არ იყო მზად და ჯობდა მოგვიანებით ყოფილიყო. თითქმის 80 % შემდგომში ასე ფიქრობს. 20 % ზე ცოტა მეტი ფირქობს, რომ სექსი შესაბამის დროს ჰქონდა.



web

♦ ამაზონი აქციური და რეგიონალური ფასდაკლებებით
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ „ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦  სამედიცინო სექსოლოგია
♦ სექსოლოგია (ბლოგი)
FB-Page
♦ ფეის გვერდი „სექსოლოგია“
FB-group
♦ ფეის-ჯგუფი „ სამედ. სექსოლოგია“
♦ ფეის-ჯგუფი „სექს- შოპების დაიჯესტი“

Комментариев нет:

Отправить комментарий